ბილეთების სწავლა

Tram კატეგორია

ყველა ბილეთი

სულ:998 ბილეთი


#33
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
  • 1
    მოტოციკლის მძღოლს
  • 2
    ავტობუსის მძღოლს
  • 3
    მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
მარეგულირებლის სიგნალები A, A1 B, B1 D1 Tram B+C1, Mill
#34
შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსგან (უწყებისგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების გარეშე, დაუშვებელია:
  • 1
    მხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება
  • 2
    მხოლოდ სპეციალური შუქური და ხმოვანი სიგნალების, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება
  • 3
    მხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძარის გვერდებზე დახრილი თეთრი ზოლების დახაზვა
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი ქმედება
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#35
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები. რომელი ავტომობილების მძღოლებმა შეიძლება გააგრძელონ მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
  • 1
    სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სატვირთო და წითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლებმა
  • 2
    სატვირთო და წითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლებმა
  • 3
    სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სატვირთო და ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლებმა
მარეგულირებლის სიგნალები B, B1 C Tram B+C1, Mill
#37
მოცემული საცნობი ნიშნებიდან რომელია საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების „მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი“?
  • 1
    I
  • 2
    II
  • 3
    III
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#38
რა მიმართულებით შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
  • 1
    მხოლოდ A, B და C მიმართულებით
  • 2
    მხოლოდ B და D მიმართულებით
  • 3
    მხოლოდ A, C და D მიმართულებით
  • 4
    A, B, C და D მიმართულებით
მარეგულირებლის სიგნალები A, A1 B, B1 C1 D1 T, S Tram B+C1, Mill
#40
საგზაო მოძრაობის მონაწილეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს:
  • 1
    მხოლოდ თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდეს გზაზე
  • 2
    მხოლოდ გაასაჩივროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება
  • 3
    როგორც თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდეს გზებზე, ასევე გაასაჩივროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება
მოძრაობის უსაფრთხოება B, B1 C D Tram B+C1, Mill
#41
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ისრის მიმართულებით მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებებმა?
  • 1
    ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - ტრამვაიმ, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
  • 2
    ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს- მსუბუქმა ავტომობილმა
  • 3
    ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, მშემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
გზაჯვარედინის გავლა B, B1 Tram B+C1, Mill
#42
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  • 1
    მხოლოდ მოტოციკლის მძღოლის მიმართ
  • 2
    მხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ
  • 3
    როგორც მოტოციკლის მძღოლის, ასევე ავტობუსის მძღოლის მიმართ
გზაჯვარედინის გავლა B, B1 Tram B+C1, Mill
#43
საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს ინფორმაცია:
  • 1
    მხოლოდ გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების თაობაზე
  • 2
    მხოლოდ გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზის თაობაზე
  • 3
    მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი ინფორმაცია
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#44
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
  • 1
    მხოლოდ ტრამვაისა და მოტოციკლის მძღოლები
  • 2
    მხოლოდ ტრამვაისა და მსუბუქი ავტომობილის მძღოლები
  • 3
    მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის მძღოლები
მარეგულირებლის სიგნალები A, A1 Tram
#45
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
  • 1
    მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  • 2
    მხოლოდ ავტობუსისა და პირველი ტრამვაის მძღოლები
  • 3
    მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისა და მეორე ტრამვაის მძღოლები
  • 4
    მხოლოდ პირველი და მეორე ტრამვაის მძღოლები
მარეგულირებლის სიგნალები B, B1 Tram B+C1, Mill
#46
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
  • 1
    ტრამვაის მძღოლმა
  • 2
    სატვირთო ავტომობილის მძღოლმა
  • 3
    არც ერთი სატრანსორტო საშუალების მძღოლმა
  • 4
    მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა
მარეგულირებლის სიგნალები C Tram B+C1, Mill
#48
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  • 1
    მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
  • 2
    მხოლოდ ტრამვაის მძღოლის მიმართ
  • 3
    ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ
  • 4
    არც ერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ
გზაჯვარედინის გავლა B, B1 C T, S Tram B+C1, Mill
#50
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  • 1
    ჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - წითელმა ავტომობილმა, შემდეგ - A ტრამვაიმ და ბოლოს - B ტრამვაიმ
  • 2
    ჯერ უნდა გაიაროს წითელმა ავტომობილმა, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - B ტრამვაიმ და ბოლოს - A ტრამვაიმ
  • 3
    ჯერ უნდა გაიაროს B ტრამვაიმ, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - A ტრამვაიმ და ბოლოს - წითელმა ავტომობილმა
  • 4
    ჯერ უნდა გაიაროს A ტრამვაიმ, შემდეგ - B ტრამვაიმ, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა და ბოლოს - წითელმა ავტომობილმა
გზაჯვარედინის გავლა B, B1 Tram B+C1, Mill
#51
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ისრის მიმართულებით მოძრავმა ავტომობილებმა, თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?
  • 1
    ჯერ უნდა გაიაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა, შემდეგ - ავტობუსმა და ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
  • 2
    ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა და ბოლოს - ავტობუსმა
  • 3
    ჯერ უნდა გაიაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა და ბოლოს - ავტობუსმა
სპეციალური სიგნალის გამოყენება B, B1 Tram B+C1, Mill
#52
რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  • 1
    ყვითელი ავტომობილის მძღოლი
  • 2
    თეთრი ავტომობილის მძღოლი
  • 3
    წითელი ავტომობილის მძღოლი
  • 4
    მწვანე ავტომობილის მძღოლი
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი B, B1 C C1 D D1 Tram B+C1, Mill
#53
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  • 1
    ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - პირველმა ტრამვაიმ და მეორე ტრამვაიმ, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
  • 2
    ჯერ უნდა გაიაროს პირველმა ტრამვაიმ და მეორე ტრამვაიმ, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
  • 3
    ჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - პირველმა ტრამვაიმ და მეორე ტრამვაიმ
  • 4
    ჯერ უნდა გაიაროს პირველმა ტრამვაიმ და მეორე ტრამვაიმ, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
გზაჯვარედინის გავლა B, B1 Tram B+C1, Mill
#54
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ გზაჯვარედინის მარჯვენა მხრიდან შემომავალი გზის საფარი გრუნტოვანია?
  • 1
    ჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - ავტობუსმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
  • 2
    ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - ავტობუსმა
  • 3
    ჯერ უნდა გაიაროს მოტოციკლმა, შემდეგ - ავტობუსმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
გზაჯვარედინის გავლა B, B1 Tram B+C1, Mill
#56
აქვს თუ არა უფლება საგზაო მოძრაობის მონაწილეს გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე?
  • 1
    აქვს უფლება
  • 2
    არ აქვს უფლება
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#57
თუ საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაყრით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით შეზღუდა საგზაო მოძრაობა ან/და შექმნა საფრთხე, მან დაუყოვნებლივ უნდა:
  • 1
    მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება
  • 2
    აცნობოს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დასუფთავების სამსახურში და განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით გააგრძელოს მოძრაობა
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill