ბილეთების სწავლა

T, S კატეგორია

ყველა ბილეთი

სულ:1021 ბილეთი


#345
რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით?
  • 1
    მხოლოდ მოტოციკლი
  • 2
    მხოლოდ მსუბუქი ავტომობილი
  • 3
    ორივე სატრანსპორტო საშუალება
  • 4
    არცერთი სატრანსპორტო საშუალება
გაჩერება დგომა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#347
თუ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს:
  • 1
    საგზაო ნიშნების მოთხოვნები
  • 2
    საგზაო მონიშვნის მოთხოვნები
საგზაო მონიშვნა A, A1 B, B1 C1 D1 T, S Tram B+C1, Mill
#349
შუქნიშნის ჩართული მწვანე მოციმციმე მაშუქი სიგნალი:
  • 1
    რთავს მოძრაობის ნებას და იძლევა ინფორმაციას არარეგულირებული გზაჯვარედინის, ქვეითთა ან ველოსიპედისტთა გადასასვლელის არსებობის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ
  • 2
    რთავს მოძრაობის ნებას და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ამცნობს, რომ მისი მოქმედების დრო იწურება და მალე ჩაირთვება ამკრძალავი სიგნალი
შუქნიშნის სიგნალები A, A1 C D T, S B+C1, Mill
#351
თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე ორმხრივ მოძრაობიანი გზის შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება:
  • 1
    შუა და მარჯვენა მოძრაობის ზოლები
  • 2
    მხოლოდ მარჯვენა მხარეს მდებარე მოძრაობის ზოლი
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#352
დაარღვეს თუ არა თეთრი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?
  • 1
    დაარღვევს
  • 2
    არ დაარღვევს
გაჩერება დგომა B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#353
აქვს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, სურათზე მითითებულ ადგილას, ავტომობილის სადგომზე დაყენების უფლება, თვის ლუწ რიცხვებში 19.00 საათიდან 21.00 საათამდე?
  • 1
    აქვს უფლება
  • 2
    არ აქვს უფლება
ამკრძალავი ნიშნები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#355
შეიძლება თუ არა, მოხვევის შუქ-მაჩვენებლის არარსებობის ან მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მძღოლის მიერ მანევრის შესრულების განზრახვის თაობაზე ხელით მიცემული სიგნალი შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ?
  • 1
    შეიძლება
  • 2
    არ შეიძლება
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#356
სატრანსპორტო საშუალება იძულებით გაჩერებულად ითვლება, თუ:
  • 1
    მოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამო
  • 2
    მოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას
  • 3
    მოძრაობა წინასწარ განზრახულად შეწყვეტილია 5 წუთამდე
საავარიო შუქური სიგნალიზაცია A, A1 B, B1 C D T, S Tram B+C1, Mill
#358
გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება აკრძალულია:
  • 1
    მხოლოდ გზაზე გამავალი ტრამვაის და რკინიგზის ლიანდაგებზე, ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლების მოძრაობა
  • 2
    მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც სატრანსპორტო საშუალება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს
  • 3
    მხოლოდ ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამის საგზაო ნიშნით აღნიშნულ დამატებით მოძრაობის ზოლზე
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
გაჩერება დგომა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#361
მოცემულ სიტუაციაში, სატრანსპორტო საშუალებების მიერ, მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას, გავლის უპირატესობა ენიჭება:
  • 1
    მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  • 2
    სატვირთო ავტომობილის მძღოლს
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#362
აქვს თუ არა უფლება სატვირთო ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია მარცხენა ზოლიდან მობრუნებისათვის?
  • 1
    არ აქვს უფლება
  • 2
    აქვს უფლება
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი C C1 D1 T, S B+C1, Mill
#363
თუ სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია მარცხენა ზოლიდან სატვირთო ავტომობილის მობრუნებისათვის, ისრის მიმართულებით მოძრაობისას სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს:
  • 1
    მხოლოდ ტრამვაის მძღოლს
  • 2
    მხოლოდ თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  • 3
    მხოლოდ შავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  • 4
    სამივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი C C1 D1 T, S B+C1, Mill
#364
აქვს თუ არა უფლება სატვირთო ავტომობილის მძღოლს, გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია მარცხენა ზოლიდან მოხვევისათვის?
  • 1
    აქვს უფლება, თუ უზრუნველყოფილი იქნება მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ შეექმნება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს
  • 2
    არ აქვს უფლება
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი C C1 D1 T, S B+C1, Mill
#367
გზიდან გასასვლელად მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
  • 1
    მხოლოდ A მიმართულებით
  • 2
    მხოლოდ B მიმართულებით
  • 3
    როგორც A, ასევე B მიმართულებით
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#368
გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
  • 1
    მხოლოდ A მიმართულებით
  • 2
    მხოლოდ B მიმართულებით
  • 3
    როგორც A, ასევე B მიმართულებით
მოძრაობა ავტომაგისტრალზე B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#369
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ ტრაქტორი მოძრაობს 25 კმ/სთ სიჩქარით?
  • 1
    არ აქვს უფლება
  • 2
    აქვს უფლება
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი B, B1 D T, S Tram B+C1, Mill
#371
ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრის მიმართულებით ავტომობილის მობრუნება, თუ ხილვადობა შეზღუდულია 90 მეტრამდე?
  • 1
    ეკრძალება
  • 2
    არ ეკრძალება
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#372
რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, ხიდზე მგზავრთა ჩასხდომის მიზნით ისრით მითითებულ ადგილზე გაჩერების შემთხვევაში?
  • 1
    ორივე ავტომობილის მძღოლი
  • 2
    მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი
  • 3
    მხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლი
  • 4
    არცერთი ავტომობილის მძღოლი
გაჩერება დგომა B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#374
მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მობრუნება დასაშვებია:
  • 1
    მხოლოდ A მიმართულებით
  • 2
    მხოლოდ B მიმართულებით
  • 3
    როგორც A, ასევე B მიმართულებით
  • 4
    ორივე მიმართულებით დაუშვებელია
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#375
მოცემულ სიტუაციაში, მოსახვევს გაცდენილი ავტომობილის მძღოლს, მარჯვენა მოსახვევში შესვლის მიზნით:
  • 1
    უფლება აქვს მოაბრუნოს ავტომობილი A მიმართულებით
  • 2
    უფლება აქვს იმოძრაოს უკუსვლით B მიმართულებით
  • 3
    უფლება აქვს იმოძრაოს როგორც A, ასევე B მიმართულებით
  • 4
    მოძრაობა ეკრძალება როგორც A, ასევე B მიმართულებით
მიმთითებელი ნიშნები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill