ბილეთების სწავლა

D კატეგორია

ყველა ბილეთი

სულ:983 ბილეთი


#214
შეიძლება თუ არა ქვეითი გადაადგილდეს გზის სავალ ნაწილზე ქვეითთა ბილიკის, ტროტუარისა და გზისპირის არარსებობის ან მათი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში?
  • 1
    შეიძლება, ამასთან გზის სავალ ნაწილზე გადაადგილებისას იგი უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს
  • 2
    არ შეიძლება
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 C D B+C1, Mill
#215
თუ მარეგულირებელის სიგნალის მოთხოვნა ეწინააღმდეგება შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან შეასრულონ:
  • 1
    მარეგულირებლის სიგნალის მოთხოვნები
  • 2
    შუქნიშნის მაშუქი სიგნალის მოთხოვნები
  • 3
    საგზაო მონიშვნის მოთხოვნები
  • 4
    საგზაო ნიშნების მოთხოვნები
მარეგულირებლის სიგნალები A, A1 C C1 D T, S Tram B+C1, Mill
#217
მარეგულირებელმა შეიძლება სიგნალი მისცეს:
  • 1
    მხოლოდ შავი და თეთრი ზოლებიანი ხელკეტით, ან წითელი შუქამრეკლი დისკით
  • 2
    მხოლოდ ხელით ან დისკით, რომელზეც გამოსახულია საგზაო ნიშანი - მოძრაობა აკრძალულია
  • 3
    მხოლოდ წითელი ან ყვითელი ფერის ალმებით, ან წითელი სინათლის მოძრაობით
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი საშუალებით
მარეგულირებლის სიგნალები A, A1 B, B1 C C1 D Tram B+C1, Mill
#218
მარეგურილებელის მიერ სასტვენით მიცემული დამატებითი სიგნალი:
  • 1
    კრძალავს მოძრაობას
  • 2
    გამიზნულია მოძრაობის მონაწილეთა ყურადღების მისაპყრობად
  • 3
    რთავს მოძრაობის უფლებას
  • 4
    აფრთხილებს მოახლოებული საშიშროების შესახებ
მარეგულირებლის სიგნალები A, A1 B, B1 C D T, S B+C1, Mill
#220
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების გარდა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ:
  • 1
    მხოლოდ მაშველებმა და პირებმა, რომლებიც მონაწილეობენ სამაშველო სამუშაოებში
  • 2
    მხოლოდ რკინიგზის თანამშრომლებმა
  • 3
    მხოლოდ საბორნე გადაზიდვის ორგანიზატორებმა
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა პირმა
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 C D T, S B+C1, Mill
#222
თუ მარეგულირებელ პირთა სიგნალები ეწინააღმდეგება შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, შეასრულონ:
  • 1
    მარეგულიებლის სიგნალის მოთხოვნები
  • 2
    შუქნიშნის მაშუქი სიგნალის მოთხოვნები
მარეგულირებლის სიგნალები A, A1 B, B1 C D T, S Tram B+C1, Mill
#225
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ყველა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს 100კმ/სთ სიჩქარით?
  • 1
    მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
  • 2
    მხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლი
  • 3
    მხოლოდ თეთრი მიკროავტობუსის მძღოლი
  • 4
    მხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და თეთრი მიკროავტობუსის მძღოლები
მოძრაობის სიჩქარე B, B1 C1 D Tram B+C1, Mill
#240
ავტომაგისტრალზე „D1E“ ქვეკატეგორიის ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს არაუმეტეს:
  • 1
    60 კმ/სთ სიჩქარით
  • 2
    70 კმ/სთ სიჩქარით
  • 3
    80 კმ/სთ სიჩქარით
  • 4
    90 კმ/სთ სიჩქარით
მოძრაობის სიჩქარე D
#243
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილის მძღოლს ყვითელი ავტომობილის ბუქსირებისას დაუსახლებელ პუნქტში?
  • 1
    50 კმ/სთ სიჩქარით
  • 2
    60 კმ/სთ სიჩქარით
  • 3
    70 კმ/სთ სიჩქარით
  • 4
    90 კმ/სთ სიჩქარით
მოძრაობის სიჩქარე C C1 D D1 B+C1, Mill
#244
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილის მძღოლს გზის ამ მონაკვეთზე?
  • 1
    60 კმ/სთ სიჩქარით
  • 2
    80 კმ/სთ სიჩქარით
  • 3
    90 კმ/სთ სიჩქარით
  • 4
    110 კმ/სთ სიჩქარით
მოძრაობის სიჩქარე D
#246
დაუსახლებელ პუნქტში, არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის მაღალი ინტენსიურობის შემთხვევაში ქვეითებმა (გარდა მსვლელობით სიარულის შემთხვევებისა), რომლებიც მოძრაობენ გზის სავალ ნაწილზე (რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის კიდესთან), შეძლებისდაგვარად უნდა იმოძრაონ:
  • 1
    ერთ მწკრივად
  • 2
    ორ მწკრივად
  • 3
    სამ მწკრივად
ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა A, A1 B, B1 C D T, S Tram B+C1, Mill
#248
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „B“ კატეგორიის მაბუქსირებელი ავტომობილის მძღოლს დასახლებულ პუნქტში, გზის ამ მონაკვეთზე?
  • 1
    50 კმ/სთ სიჩქარით
  • 2
    60 კმ/სთ სიჩქარით
  • 3
    70 კმ/სთ სიჩქარით
  • 4
    90 კმ/სთ სიჩქარით
მოძრაობის სიჩქარე B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#251
ქვემოთ ჩამოთვლილი საგზაო პირობებიდან, რომელი უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას?
  • 1
    მხოლოდ ადგილის რელიეფი და მოძრაობის ინტენსიურობა
  • 2
    მხოლოდ ატმოსფერული პირობები, აგრეთვე არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა
  • 3
    მხოლოდ გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა საგზაო პირობა
მოძრაობის სიჩქარე A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#255
მოცემული საგზაო ნიშანი:
  • 1
    კრძალავს მოძრაობას ნიშანზე მითითებულზე მეტი სიჩქარით
  • 2
    აღნიშნავს მაქსიმალური სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს
  • 3
    მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდირებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე
ამკრძალავი ნიშნები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#256
მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან რომელი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში, რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელამდე 150-300 მეტრის მანძილზე, გზის მარცხენა მხარეს?
  • 1
    I
  • 2
    II
  • 3
    III
  • 4
    IV
მაფრთხილებელი ნიშნები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#260
თუ გადასასვლელზე არ არსებობს ან არ მუშაობს ქვეითებისთვის განკუთვნილი შუქნიშანი, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა სატრანსპორტო შუქნიშნის მეშვეობით რეგულირდება, ქვეითი გზის სავალ ნაწილზე არ უნდა გადავიდეს:
  • 1
    მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, მისი სიჩქარის განსაზღვრისა და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნებამდე
  • 2
    ვიდრე შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ამ სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის უფლებას იძლევა
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#261
დაარღვეს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ყვითელი ავტობუსის მძღოლს უკვე დაწყებული აქვს გასწრება?
  • 1
    დაარღვევს
  • 2
    არ დაარღვევს
გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით B, B1 D B+C1, Mill
#262
ეკრძალება თუ არა თეთრი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?
  • 1
    ეკრძალება
  • 2
    არ ეკრძალება
გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით B, B1 C D Tram B+C1, Mill
#263
გზაჯვარედინზე ქვეითთა გადასასვლელის არარსებობის შემთხვევაში, ქვეითმა გზის სავალი ნაწილი უნდა გადაკვეთოს:
  • 1
    მხოლოდ დასახულ ადგილამდე უმოკლესი ტრაექტორიით
  • 2
    მხოლოდ ტროტუარის ან გვერდულის გასწვრივ
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C D Tram B+C1, Mill
#264
მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გასწრება?
  • 1
    ეკრძალება
  • 2
    არ ეკრძალება
გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill