ბილეთების სწავლა

C1 კატეგორია

ყველა ბილეთი

სულ:1073 ბილეთი


#1691
ტვირთის მთლიანად დაკარგვისას გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება:
  • 1
    გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს
  • 2
    გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის მესამოცე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ
  • 3
    გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან ოთხმოცდამეათე დღეს
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 B+C1, Mill
#1692
თუ გადაზიდვა ერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი სხვადასხვა გადამზიდველების მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს:
  • 1
    მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის
  • 2
    ნაწილობრივ, მხოლოდ, მის მიერ განხორციელებული გადაზიდვისათვის
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 B+C1, Mill
#1693
ვალდებულია თუ არა გადამზიდველი, რომელიც წინა გადამზიდველისაგან იღებს ტვირთს, გადასცეს ტვირთის მიღების დამადასტურებელი ვადამითითებული და მის მიერ ხელმოწერილი საბუთი?
  • 1
    ვალდებულია
  • 2
    არ არის ვალდებული
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 B+C1, Mill
#1694
ბათილია თუ არა ყოველი შეთანხმება, რომლითაც გადამზიდველი ტვირთის დაზღვევიდან წარმოშობილ მოთხოვნებს თმობს?
  • 1
    ბათილია
  • 2
    არ არის ბათილი
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 B+C1, Mill
#1695
თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია:
  • 1
    ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭება მის სრულ გაჩერებამდე
  • 2
    დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე
  • 3
    სიჩქარის გაზრდა და ავტომობილის მიმართვა მარცხენა მხარეს
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1696
რა იგულისხმება, მძღოლის რეაქციის დროში?
  • 1
    დრო საფრთხის აღმოჩენიდან სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე
  • 2
    დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე
  • 3
    აუცილებელი დრო აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანისთვის
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1697
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ:
  • 1
    უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
  • 2
    უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
  • 3
    ისე, როგორც რეალურადაა
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1698
თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:
  • 1
    მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში
  • 2
    მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გამოყენების შემდეგ
  • 3
    სიჩქარის შეუცვლელად, მიუხედავად გადასასვლელზე არსებული სიტუაციისა
გზაჯვარედინის გავლა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1699
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ პირის მიერ, რომელსაც შეჩერებული აქვს მართვის უფლება სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის, შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს:
  • 1
    გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 6 თვით გაზრდას
  • 2
    გამოიწვევს მძღოლისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას
  • 3
    გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1700
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს:
  • 1
    დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით
  • 2
    დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
  • 3
    დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1701
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის, რომელიც განხორციელდა განმეორებით, გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში გამოიწვევს:
  • 1
    დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით
  • 2
    დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით
  • 3
    დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1702
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პირი, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, როცა მას შეჩერებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება სხვა დარღვევისათვის გამოიწვევს:
  • 1
    დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით
  • 2
    მძღოლის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას
  • 3
    დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1703
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს:
  • 1
    სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 2 წლით შეჩერებას
  • 2
    სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას
  • 3
    დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1704
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს:
  • 1
    დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით
  • 2
    დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას
  • 3
    დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1705
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი:
  • 1
    რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან
  • 2
    რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია, და დააპატიმროს 15 დღით
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1706
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა:
  • 1
    მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა
  • 2
    თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,2 პრომილე ან 0,2 პრომილეზე მეტია
  • 3
    მძღოლის სისხლში 0,1 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1707
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა გამოიწვევს:
  • 1
    ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით
  • 2
    ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით
  • 3
    ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 60 ლარის ოდენობით
ადმინისტრაციული კანონი B, B1 C C1 D D1 B+C1, Mill
#1708
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა გამოიწვევს:
  • 1
    სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 თვის ვადით
  • 2
    დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
  • 3
    დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1710
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს გამოიწვევს:
  • 1
    დაჯარიმებას 300 ლარითა და სატრანსპორტო საშუალების უფლების შეჩერება 3 თვის ვადით
  • 2
    დაჯარიმებას 300 ლარით
  • 3
    დაჯარიმებას 250 ლარით
მოძრაობა ავტომაგისტრალზე C C1 B+C1, Mill
#1711
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის გამოიწვევს:
  • 1
    სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით
  • 2
    სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
  • 3
    სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის 1000 ლარის ოდენობითა, ხოლო ექსპლუატაციის განმაცორციელებელი პირის მიმართ სიტყვიერ გაფრთხილებას
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill