ბილეთების სწავლა

C კატეგორია

ყველა ბილეთი

სულ:1085 ბილეთი


#1651
რა ფუნქციას ასრულებს უსაფრთხოების ღვედი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს?
  • 1
    მხოლოდ აღკვეთს მძღოლისა და მგზავრების ინერციით გადადგილებას, შესაბამისად მათ შეჯახებას სატრანსპორტო საშუალების ინტერიერის დეტალებზე და სხვა მგზავრებთან
  • 2
    მხოლოდ მძღოლსა და მგზავრებს აკავებს პოზიციაში, რომელიც უზრუნველყოფს აირბაგების (დამცავი ბალიშების) უსაფრთხოდ გახსნას
  • 3
    ასრულებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ფუნქციას
მოძრაობის უსაფრთხოება B, B1 C C1 D D1 B+C1, Mill
#1652
როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი, თუ საწევარასა და ნახევარმისაბმელის დამაკავშირებელ მოწყობილობაზე წარმოიშვა ისეთი სახის გაუმართაობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი განცალკევება?
  • 1
    სახელდახელოდ დააყენოს დამატებითი სამაგრები და მინიმალური სიჩქარით გადაიყვანოს ავტომობილი სარემონტო ადგილზე ან სადგომზე
  • 2
    ნახევარმისაბმელის უკანა მხარეს დაამაგროს საავარიო ნიშანი და გადაიყვანოს ავტომობილი სარემონტო ადგილას
  • 3
    შეწყვიტოს მოძრაობა
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 B+C1, Mill
#1653
ჩამოთვლილიდან რომელი მოთხოვნა უნდა იქნეს დაცული ავტომობილის სატვირთო განყოფილებაში ტვირთის განთავსებისას?
  • 1
    მხოლოდ ის, რომ ტვირთი უნდა განთავსდეს მაქსიმალურად თანაბრად სატვირთო განყოფილების იატაკის ზედაპირზე
  • 2
    მხოლოდ ის, რომ ტვირთი უნდა განთავსდეს რაც შეიძლება დაბლა
  • 3
    მხოლოდ ის, რომ ტვირთის განთავსებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ღერძებზე ნებადართული დატვირთვები.
  • 4
    დაცული უნდა იქნეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 B+C1, Mill
#1654
რა ფუნქციებს ასრულებს რესივერი ავტომობილის პნევმატურ სამუხრუჭე სისტემაში?
  • 1
    უზრუნველყოფს შეკუმშული ჰაერის რეზერვის შექმნას
  • 2
    უზრუნველყობს ჰაერიდან კონდენსატის გამოყოფას
  • 3
    ზრდის ჰაერის წნევას
  • 4
    ზრდის დამუხრუჭების ძალას
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 D D1 B+C1, Mill
#1655
როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა?
  • 1
    დაამუხრუჭოს მხოლოდ ძრავით
  • 2
    დაამუხრუჭოს მუშა მუხრუჭით, დამატებით სადგომი მუხრუჭის გამოყენებით
  • 3
    დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება
  • 4
    უნდა შეეცადოს მკვეთრად დააწვეს მუხრუჭის სატერფულს, რათა ამ გზით სწრაფად შეაჩეროს ავტომობილი
მოძრაობის უსაფრთხოება B, B1 C C1 D D1 B+C1, Mill
#1660
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:
  • 1
    ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
  • 2
    განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
  • 3
    შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1661
შეიძლება თუ არა გადამზიდველის პასუხისმგებლობა გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით?
  • 1
    შეიძლება
  • 2
    არ შეიძლება
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 D D1 B+C1, Mill
#1663
ვალდებულია თუ არა პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება?
  • 1
    ვალდებულია, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი
  • 2
    ასეთ ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 D D1 B+C1, Mill
#1664
ტვირთის გადაზიდვისათვის ზედნადები დგება:
  • 1
    ორ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გადამზიდველი და მიმღები, ამასთან პირველი პირი რჩება გადამზიდველს, ხოლო მეორე - ტვირთის მიღებასთან ერთად გადაეცემა მიმღებს
  • 2
    სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი, ამასთან პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 B+C1, Mill
#1665
აქვს თუ არა გადამზიდველს ტრანსპორტის ან ტვირთის სახეობების შესაბამისი რაოდენობის ზედნადების შედგენის მოთხოვნის უფლება?
  • 1
    აქვს უფლება, თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს
  • 2
    არ აქვს უფლება, ვინაიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულია ზედნადების, მხოლოდ ორ ეგზემპლიარად შედგენა
  • 3
    აქვს უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული ტვირთის გადაზიდვისათვის დადგენილი ვადა 60 კალენდარულ დღეზე მეტია
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 B+C1, Mill
#1666
ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ მონაცემს არ უნდა შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?
  • 1
    ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს
  • 2
    ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას
  • 3
    ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას
  • 4
    ზედნადები უნდა შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა მონაცემს
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 B+C1, Mill
#1667
ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ მონაცემს არ უნდა შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?
  • 1
    მისი გაცემის დღესა და ადგილს
  • 2
    გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს
  • 3
    გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე)
  • 4
    ზედნადები უნდა შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა მონაცემს
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 B+C1, Mill
#1668
ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ დამატებით მონაცემს არ შეიძლება შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?
  • 1
    სხვა ტრანსპორტზე გადატვირთვის აკრძალვას
  • 2
    ხარჯებს, რომლებსაც გამგზავნი თავის თავზე იღებს
  • 3
    ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას
  • 4
    საჭიროების შემთხვევაში, ზედნადები შეიძლება შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ მონაცემს
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 B+C1, Mill
#1669
ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ დამატებით მონაცემს არ შეიძლება შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?
  • 1
    ტვირთის ღირებულებას და მიწოდებისადმი განსაკუთრებული ინტერესის აღნიშვნას
  • 2
    გამგზავნის მითითებებს გადამზიდველის მიმართ ტვირთის დაზღვევის შესახებ
  • 3
    გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების ჩამონათვალს
  • 4
    საჭიროების შემთხვევაში, ზედნადები შეიძლება შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ მონაცემს
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 B+C1, Mill
#1670
აქვს თუ არა უფლება გამგზავნს მოსთხოვოს გადამზიდველს ტვირთის წონის ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობის გადამოწმება?
  • 1
    აქვს უფლება
  • 2
    არ აქვს უფლება
  • 3
    აქვს უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულს ითვალისწინებს გადაზიდვის ხელშეკრულება
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 B+C1, Mill
#1671
აქვს თუ არა უფლება გამგზავნს მოსთხოვოს გადამზიდველს გადასაზიდი ტვირთის შემცველობის გადამოწმება?
  • 1
    არ აქვს უფლება
  • 2
    აქვს უფლება
  • 3
    აქვს უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულს ითვალისწინებს გადაზიდვის ხელშეკრულება
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 B+C1, Mill
#1672
იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნმა გადამზიდველს მოსთხოვა გადასაზიდი ტვირთის შემცველობის, წონის ან სხვაგვარად მოცემული რაოდენობის გადამოწმება:
  • 1
    გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში
  • 2
    გადამოწმების შედეგად უნდა შედგეს ე.წ. „რევიზიის აქტი“
  • 3
    გადამოწმების შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს
  • 4
    უნდა შესრულდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 B+C1, Mill
#1673
გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს:
  • 1
    მხოლოდ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე
  • 2
    მხოლოდ ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა
  • 3
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მონაცემები და გარემოება
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი სწორი არ არის
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 B+C1, Mill
#1674
თუ ზედნადებში არ არის აღნიშნული გადაზიდვის პირობები, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ:
  • 1
    გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებისას ტვირთი და მისი შეფუთვა გარეგნულად კარგ მდგომარეობაში იყო და რომ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მისი აღნიშვნები და ნომრები ემთხვევა ზედნადებში ჩაწერილ მონაცემებს
  • 2
    გადამზიდველს ტვირთი არ მიუღია
  • 3
    გადამზიდველს არც ზედნადები და არც ტვირთი არ მიუღია
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 B+C1, Mill
#1675
ტვირთის გადაზიდვისას, ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენებისათვის პასუხს აგებს:
  • 1
    გამგზავნი
  • 2
    გადამზიდველი
  • 3
    ტვირთის მიმღები
მოძრაობის უსაფრთხოება C C1 B+C1, Mill