ბილეთების სწავლა

A, A1 კატეგორია

ყველა ბილეთი

სულ:864 ბილეთი


#171
ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ქვეითებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  • 1
    ვალდებულია
  • 2
    არ არის ვალდებული
გზაჯვარედინის გავლა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#172
სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის ჯგუფების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში, გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს:
  • 1
    20-40 მეტრს
  • 2
    40-60 მეტრს
  • 3
    60-80 მეტრს
  • 4
    80-100 მეტრს
ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#173
ვალდებულია თუ არა საჭაპანო ტრანსპორტის მეხრე, გზის მიმდებარე ტერიტორიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით ატაროს?
  • 1
    არ არის ვალდებული
  • 2
    ვალდებულია
ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#174
პირუტყვის გზაზე გადარეკვა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს:
  • 1
    დღე-ღამის ბნელ დროს
  • 2
    დღე-ღამის ნათელ დროს
  • 3
    როგორც დღე-ღამის ნათელ, ასევე ბნელ დროს
ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#176
თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ:
  • 1
    შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებით
  • 2
    გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნების მოთხოვნებით
შუქნიშნის სიგნალები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#177
თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ:
  • 1
    გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებით
  • 2
    შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებით
შუქნიშნის სიგნალები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#178
ერთ სადგარზე, ერთი და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალის მქონე შუქნიშანი გამოიყენება:
  • 1
    რკინიგზის გადასასვლელებზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელებთან, გემის ან ბორნის მისადგომებთან, ასევე გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელებთან და ადგილებში, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია
  • 2
    იმ სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება
  • 3
    სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლებზე
შუქნიშნის სიგნალები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#179
რკინიგზის გადასასვლელზე ერთ სადგარზე, ერთი და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე, ან ერთი მოციმციმე ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს:
  • 1
    ეკრძალებათ მოძრაობა
  • 2
    უფლება აქვთ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ ამასთან ვალდებულები არიან დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე
რკინიგზის გადასასვლელი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#180
თუ რკინიგზის გადასასვლელზე შუქნიშნის მაშუქი სიგნალები გამორთულია:
  • 1
    მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა)
  • 2
    მოძრაობა აკრძალულია
რკინიგზის გადასასვლელი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#181
რევერსული შუქნიშანი, წითელი ფერის X ნიშნის სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით გამოიყენება:
  • 1
    მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისთვის
  • 2
    მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება
  • 3
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
შუქნიშნის სიგნალები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#182
შუქნიშნის ძირითად მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახული კონტურის ისარი/ისრები:
  • 1
    მძღოლს აწვდის ინფორმაციას შუქნიშნზე დამატებითი სექციის არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ დამატებითი სექციის მაშუქი სიგნალით განსაზღვრული მიმართულებების შესახებ
  • 2
    მძღოლს ამცნობს შუქნიშანზე დამატებითი სექციის შესაძლო არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ სექციის ფერადი მაშუქი სიგნალისაგან განსხვავებული მოძრაობის სხვა ნებადართული მიმართულებების შესახებ
შუქნიშნის სიგნალები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#183
„T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი შეიძლება გამოყენებული იქნეს:
  • 1
    „T“-სებურ გზაჯვარედინზე მოძრაობის რეგულირებისათვის
  • 2
    სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის
  • 3
    თვლიანი ტრაქტორების მოძრაობის რეგულირებისათვის
შუქნიშნის სიგნალები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#184
„T“-სებური ფორმის შუქნიშნით მოძრაობის რეგულირებისას სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ნებადართულია:
  • 1
    თუ ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი, ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი
  • 2
    თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი
  • 3
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
შუქნიშნის სიგნალები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#185
„T“-სებური ფორმის შუქნიშნით მოძრაობის რეგულირებისას სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია:
  • 1
    თუ ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი, ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი
  • 2
    თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი
  • 3
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
შუქნიშნის სიგნალები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#186
აქვს თუ არა მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე მას არ შეუძლია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან?
  • 1
    აქვს უფლება
  • 2
    არ აქვს უფლება
შუქნიშნის სიგნალები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#189
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართლებით მოძრაობის შემთხვევაში?
  • 1
    მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  • 2
    მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
  • 3
    მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
  • 4
    არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი
საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები A, A1 B, B1 C C1 Tram B+C1, Mill
#190
მეხრეს ეკრძალება:
  • 1
    მხოლოდ პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება
  • 2
    მხოლოდ სხვა გზების არსებობისას პირუტყვის გარეკვა ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე
  • 3
    როგორც პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება, ასევე სხვა გზების არსებობისას პირუტყვის გარეკვა ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე
ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა A, A1 B, B1 T, S Tram B+C1, Mill
#193
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა გზაჯვარედინზე მარჯვნივ, მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
  • 1
    აქვს უფლება
  • 2
    არ აქვს უფლება
მარეგულირებლის სიგნალები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#194
რომელი მიმართულებით აქვს მოძრაობის გაგრძელების უფლება თეთრი ავტომობილის მძღოლს მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
  • 1
    მხოლოდ მარცხნივ
  • 2
    მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
  • 3
    მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
  • 4
    მხოლოდ პირდაპირ
მარეგულირებლის სიგნალები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#195
რომელი მიმართულებით აქვს მოძრაობის გაგრძელების უფლება ავტომობილის მძღოლს მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
  • 1
    მხოლოდ მარცხნივ
  • 2
    მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
  • 3
    ყველა მიმართულებით
  • 4
    მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
მარეგულირებლის სიგნალები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill