ბილეთების სწავლა

A, A1 კატეგორია

ყველა ბილეთი

სულ:864 ბილეთი


#1353
საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია:
  • 1
    მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული
  • 2
    ნებისმიერი საქონელისათვის
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1354
საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება:
  • 1
    საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან ზოგადი დეკლარირების განხორციელებამდე
  • 2
    საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1355
ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს:
  • 1
    დეკლარანტი
  • 2
    შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • 3
    საგადასახადო ორგანო
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1379
სხვა პირისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა აკრძალულია:
  • 1
    მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში
  • 2
    მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • 3
    აბ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1380
ეკრძალება თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი დადგენილ მოთხოვნებს?
  • 1
    არ ეკრძალება
  • 2
    ეკრძალება
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1381
რაზეა დამოკიდებული სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო მანძილი?
  • 1
    მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე
  • 2
    მხოლოდ გზის საფარის მდგომარეობაზე
  • 3
    მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ გარემოებაზე
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1426
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის როგორი სტილი უზრუნველყოფს საწვავის ნაკლებ ხარჯს?
  • 1
    მდორე აჩქარება მკვეთრი შენელებით
  • 2
    ხშირი და მკვეთრი აჩქარება მდორე შენელებით
  • 3
    მდორე აჩქარება მდორე შენელებით
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1428
ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივმა დამუხრუჭებამ გამორთული გადაბმულობით შეიძლება გამოიწვიოს:
  • 1
    საჭით მართვის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა
  • 2
    სამუხრუჭე სისტემის გადახურება და დამუხრუჭების ეფექტურობის შემცირება
  • 3
    სამუხრუჭო მანძილის შემცირება
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1430
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელ შემთხვევაში არ უნდა მისცეს მძღოლმა მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მანევრის დაწყებამდე?
  • 1
    მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის უკან არ მოძრაობს სხვა სატრანსპორტო საშუალება
  • 2
    მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიგნალმა შეიძლება შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები
  • 3
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1439
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს:
  • 1
    სრულწლოვანი მძღოლისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას, ხოლო 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ერთი წლით შეჩერებას
  • 2
    სრულწლოვანი მძღოლისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 თვით შეჩერებას, ხოლო 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას
  • 3
    სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1449
რა დადებითი მხარე აქვს სატრანსპორტო საშუალებაზე ზამთრის საბურავების გამოყენებას ზამთრის პერიოდში?
  • 1
    გამოირიცხება სატრანსპორტო საშუალების გვერდითი მოცურების საფრთხე
  • 2
    შესაძლებელი ხდება ნებისმიერ ამინდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარით
  • 3
    მცირდება მოლიპულ გზის საფარზე თვლების სრიალისა და ბუქსაობის შესაძლებლობა
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1475
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რომელ შემთხვევაშია მიზანშეწონილი გვერდითი ინტერვალის გაზრდა?
  • 1
    მხოლოდ მაღალი სიჩქარით შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
  • 2
    მხოლოდ გრძელი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
  • 3
    მხოლოდ სველი, მოლიპული ან უსწორმასწორო გზის მონაკვეთზე მოძრაობისას
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 B+C1, Mill
#1482
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
  • 1
    მხოლოდ, რომ მოხუცი ქვეითი შეიძლება სათანადოდ ვერ აფასებდეს მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს
  • 2
    მხოლოდ, რომ შესაძლებელია მოხუც ქვეითს მკვეთრად ჰქონდეს დაქვეითებული სმენა ან/და მხედველობა
  • 3
    მხოლოდ, რომ მოხუცი ქვეითის რეაქცია უფრო შენელებულია
  • 4
    ყველა ჩამოთვლილი გარემოება
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1484
სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:
  • 1
    მხოლოდ საწვავის ხარჯის მატება
  • 2
    მხოლოდ საჭით მართვის გაძნელება
  • 3
    მხოლოდ საბურავების გადახურება
  • 4
    როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭით მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება
უწესივრობა და მართვის პირობები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1486
რატომ არის ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა საფრთხის შემცველი?
  • 1
    მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის რეაქციის დრო იზრდება
  • 2
    მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ადეკვატურად ვერ აანალიზებს გზაზე არსებულ სიტუაციას
  • 3
    ნარკოტიკული თრობა იწვევს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ფაქტორს
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1572
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს:
  • 1
    მხედველობის პირობებს
  • 2
    მოცემულ გზის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ მოთხოვნებს
  • 3
    თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობას
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი გარემოება გასათვალისწინებელი არ არის
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1577
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:
  • 1
    უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია
  • 2
    უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1579
სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს:
  • 1
    უფრო მეტად, ვიდრე სინამდვილეშია
  • 2
    უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 B+C1, Mill
#1586
რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  • 1
    მხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ
  • 2
    მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
  • 3
    როგორც ავტობუსის მძღოლის, ასევე მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
სამედიცინო დახმარება A, A1
#1591
სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას როგორ იცვლება მძღოლის მხედველობის არე?
  • 1
    მხედველობის არე ფართოვდება
  • 2
    მხედველობის არე ვიწროვდება
  • 3
    მხედველობის არე არ იცვლება
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill