ბილეთების სწავლა

A, A1 კატეგორია

ყველა ბილეთი

სულ:864 ბილეთი


#1279
მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილს მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობისას გაჩერდეს მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე?
  • 1
    ვალდებულია
  • 2
    არ არის ვალდებული
შუქნიშნის სიგნალები A, A1 C C1 D T, S B+C1, Mill
#1280
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოსაცილებლად აუცილებლად უნდა:
  • 1
    რამდენჯერმე ხელისგული დავარტყათ ზურგზე, უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დავდგეთ დაშავებულის უკან, ქვედა ნეკნის დონეზე მუცელთან ხელები მუშტად გადავაჭდოთ ერთმანეთს, ერთდროულად მოვახდინოთ დაწოლა ნეკნებზე და მკვეთრად დავაწვეთ მუშტებით მუცლის არეში შიდა და ზედა მიმართულებით
  • 2
    დაშავებული დავაყენოთ მუხლებზე სახით დაბლა და რამდენჯერმე მუშტი დავარტყათ ზურგზე
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1282
რა მიმართულებით შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა თუ მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მოძრაობას მარცხნივ?
  • 1
    მხოლოდ პირდაპირ
  • 2
    მხოლოდ მარცხნივ
  • 3
    მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
  • 4
    ყველა მიმართულებით
მარეგულირებლის სიგნალები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1283
ნებადართულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფ დაშავებულისათვის სამკურნალო პრეპარატების მიცემა?
  • 1
    ნებადართულია
  • 2
    არ არის ნებადართული
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1284
არტაშანის დასამზადებელი მასალის არარსებობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ხელის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, მას უნდა:
  • 1
    გასწორებული ხელი ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე
  • 2
    იდაყვში მოხრილი ხელი ჩამოვკიდოთ კისერზე და ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1286
დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ:
  • 1
    უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
  • 2
    უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
  • 3
    ისე, როგორც რეალურადაა
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1287
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას ჩართული პირველი გადაცემით ხანგრძლივი გაქნების დროს საწვავის ხარჯი:
  • 1
    იზრდება
  • 2
    მცირდება
  • 3
    არ იცვლება
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1290
სატრანსპორტო საშუალება გადაყირავების წინააღმდეგ უფრო მდგრადია, თუ მისი სიმძიმის ცენტრი მდებარეობს:
  • 1
    დაბლა
  • 2
    მაღლა
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1294
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას დამუხრუჭების ეფექტური ხერხია:
  • 1
    პერიოდული მკვეთრი დამუხრუჭება გამორთული გადაბმულობით
  • 2
    პერიოდული მდორე დამუხრუჭება ჩართული გადაბმულობითა და გადაცემათა კოლოფით
  • 3
    დამუხუჭება ძრავით
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1295
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა გადაცემის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს რომ:
  • 1
    რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს გადაცემა
  • 2
    რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი უნდა იყოს გადაცემა
  • 3
    გადაცემის შერჩევა დამოკიდებული არ არის დაღმართის სიმკვეთრეზე
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1296
მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავარიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე სატრანსპორტო ნაკადის:
  • 1
    სიჩქარეზე საგრძნობლად მეტია
  • 2
    სიჩქარეზე საგრძნობლად ნაკლებია
  • 3
    სიჩქარის ტოლია
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1299
სავალ ნაწილზე ღრმა თოვლის არსებობისას, გრუნტოვან გზაზე მოძრაობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს:
  • 1
    წინასწარ შერჩეული დაბალი გადაცემით და სიჩქარით, მკვეთრი მობრუნებებისა და გაჩერებების გარეშე
  • 2
    გზის საფარის მდგომარეობის შესაბამისად გადაცემისა და სიჩქარის ცვლილებით
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1304
ექსტრემალურ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას სამუხრუჭე მანძილის შემცირება მძღოლმა უნდა მოახდინოს:
  • 1
    ერთჯერადი მკვეთრი დამუხრუჭებით თვლების სრულ ბლოკირებამდე
  • 2
    თვლების ბლოკირების ზღვარზე მრავალჯერადი მკვეთრი ზემოქმედებით მუხრუჭის სატერფულზე
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1305
მოსახვევში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში ცენტრიდანული ძალის მნიშვნელობა:
  • 1
    მცირდება
  • 2
    იზრდება
  • 3
    არ იცვლება
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1306
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შორი ნათების ფარები უნდა გამორთოს და ჩართოს ახლო ნათების ფარები:
  • 1
    ნებისმიერ შემთხვევაში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას
  • 2
    მხოლოდ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გამოჩენისას
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1307
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდისას საბურავის გზასთან ჩაჭიდების ძალა:
  • 1
    იზრდება
  • 2
    მცირდება
  • 3
    არ იცვლება
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1308
თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სწორ გზაზე მოძრაობისას მოულოდნელად მოხვდა მოლიპულ მოკლე მონაკვეთზე, მან უნდა:
  • 1
    ერთჯერადი მკვეთრი დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე
  • 2
    მრავალჯერადი მდორე დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე
  • 3
    მოძრაობის სიჩქარის შეუცვლელად გააგრძელოს მოძრაობა იმავე ტრაექტორიით
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1309
წყლის დაბრკოლების გადალახვის შემდეგ სამუხრუჭო ხუნდების დასველების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა მუხრუჭის ეფექტურობის აღსადგენად უნდა:
  • 1
    გააგრძელოს მოძრაობა და გააშროს სამუხრუჭე ხუნდები სატერფულზე ფეხის მრავალჯერადი ხანმოკლე დაჭერით
  • 2
    იმოძრაოს სადგომი მუხრუჭის ნახევრად ამოწეული ბერკეტით
  • 3
    გააგრძელოს მოძრაობა სიფრთხილით, სარემონტო ადგილამდე
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1313
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე მძღოლმა უნდა შეარჩიოს ისე, რომ გასაჩერებელი მანძილი იყოს:
  • 1
    მხედველობის არეზე მეტი
  • 2
    მხედველობის არეზე ნაკლები
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1314
სატრანსპორტო საშუალების რომელი გარე სანათი ხელსაწყოების ჩართვა უზრუნველყოფს გზის უკეთეს ხილვადობას დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის პირობებში?
  • 1
    შორი ნათების ფარები
  • 2
    ნისლსაწინააღმდეგო ფარები შორი ნათების ფარებთან ერთად
  • 3
    ნისლსაწინააღმდეგო ფარები ახლო ნათების ფარებთან ერთად
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill