ბილეთების სწავლა

T, S კატეგორია

ადმინისტრაციული კანონი

სულ:36 ბილეთი


#844
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა:
  • 1
    მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან
  • 2
    მძღოლს ეკისრება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1052
ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს:
  • 1
    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • 2
    ტესტირების ცენტრი
  • 3
    სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
ადმინისტრაციული კანონი B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1072
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, მოთხოვნისას შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შემოწმებისათვის წარუდგინოს:
  • 1
    ჯანმრთელობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა
  • 2
    მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • 3
    სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1073
ვალდებულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დარწმუნდეს რომ ავარიის შემთხვევის შედეგად არ არიან დაშავებულები ან დაღუპულები?
  • 1
    ვალდებულია
  • 2
    ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ექიმია
  • 3
    არ არის ვალდებული, თუ უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას
  • 4
    არ არის ვალდებული, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მომხდარა მისი ბრალით
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1074
თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, ვალდებულია:
  • 1
    გადაიყვანოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში და იქ განაცხადოს მომხდარი ფაქტის შესახებ
  • 2
    შეადგინოს შემთხვევის სქემა, ჩამოართვას ჩვენებები თვითმხილველებს და აღნიშნული დოკუმენტები წარადგინოს საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში
  • 3
    დარჩეს შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1075
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს:
  • 1
    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს
  • 2
    ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს
  • 3
    საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1076
ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი გარემოების არსებობისას შეუძლია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს მიატოვოს შემთხვევის ადგილი და არ დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას?
  • 1
    თუ აშკარაა, რომ ავარია არ მომხდარა მისი ბრალით
  • 2
    თუ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მძღლის მისვლის ან მის მიერ დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა
  • 3
    თუ ავარიაში მონაწილე მეორე მხარე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1080
შეუძლია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს არსებულ გარემოებათა შეფასებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად?
  • 1
    არ შეუძლიათ, ვინაიდან უფლებამოსილი პირის მოსვლამდე, მათ გააჩნიათ შემთხვევის ადგილზე დარჩენის ვალდებულება
  • 2
    შეუძლიათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1081
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შემთხვევის სქემის შედგენის შემდეგ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლები, უნდა:
  • 1
    მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში, ამ ფაქტის გასაფორმებლად
  • 2
    შეთანხმდნენ ზიანის ანაზღაურების პირობებზე, ამასთან მათი საპატრულო პოლიციის დანაყოფში მისვლა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტის გაფორმება სავალდებულო არ არის
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1082
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი იძულებულია მიატოვოს შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობის გამო, იგი ვალდებულია სამკურნალო დაწესებულებაში:
  • 1
    განაცხადოს თავისი ვინაობა, (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და თუ ეს შეუძლებელი არ არის, დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე
  • 2
    განაცხადოს თავისი, დაშავებულისა და ავარიის თვითმხილვევთა ვინაობა, წარადგინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დაახლოებითი სქემა
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1083
აქვთ თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილეებს, უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან პირველადი სამედიცინო, მაშველი და სხვა სახის დახმარების მიღების უფლება?
  • 1
    აქვთ
  • 2
    არ აქვთ
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1266
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისათვის დისპეჩერს უნდა ვაცნობოთ:
  • 1
    საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ზუსტი ადგილი (ქუჩა, სახლის ნომერი და უახლოესი ორიენტირი), დაშავებულთა რაოდენობა, მათი სქესი, მიახლოებითი წლოვანება, სასიცოცხლო ნიშნების არსებობა, ასევე ძლიერი სისხლდენის შესახებ
  • 2
    მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის უახლოესი ორიენტირი, დაშავებულების რაოდენობა, მათი სქესი და წლოვანება
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1347
თუ საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა საჭიროებს საბაჟო დეკლარაციის წარდგენას, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება:
  • 1
    საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე
  • 2
    საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღე
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1349
თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია:
  • 1
    დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ
  • 2
    დაუყოვნებლივ უზრუნველყოს განადგურებული ან დაზიანებული ქონების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1353
საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია:
  • 1
    მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული
  • 2
    ნებისმიერი საქონელისათვის
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1354
საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება:
  • 1
    საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან ზოგადი დეკლარირების განხორციელებამდე
  • 2
    საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1355
ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს:
  • 1
    დეკლარანტი
  • 2
    შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • 3
    საგადასახადო ორგანო
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1439
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს:
  • 1
    სრულწლოვანი მძღოლისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას, ხოლო 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ერთი წლით შეჩერებას
  • 2
    სრულწლოვანი მძღოლისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 თვით შეჩერებას, ხოლო 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას
  • 3
    სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1699
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ პირის მიერ, რომელსაც შეჩერებული აქვს მართვის უფლება სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის, შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს:
  • 1
    გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 6 თვით გაზრდას
  • 2
    გამოიწვევს მძღოლისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას
  • 3
    გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1700
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს:
  • 1
    დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით
  • 2
    დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
  • 3
    დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill