ბილეთების სწავლა

B, B1 კატეგორია

სამედიცინო დახმარება

სულ:43 ბილეთი


#498
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობის შეფასების მიზნით უპირველესად საჭიროა:
  • 1
    მხოლოდ სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი
  • 2
    მხოლოდ ცნობიერების შემოწმება
  • 3
    მხოლოდ საძილე არტერიაზე პულსაციის შემოწმება
  • 4
    როგორც სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი, ასევე საძილე არტერიაზე პულსაციისა და ცნობიერების შემოწმება
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#500
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება კანის მე-2 ხარისხის დამწვრობა (კანის ქსოვილის დარღვევა და მოწითალო შეფერილობა, დამწვრობის ადგილზე სითხით შევსებული ბუშტების წარმოქმნა, ძლიერი ტკივილი) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მას უნდა:
  • 1
    დამწვარი ზედაპირი გადავურეცხოთ ცივი წყლით, დავუმუშაოთ იოდის ხსნარით, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, შევუხვიოთ ბინტით
  • 2
    გავუხსნათ ბუშტები, გავუსუფთაოთ დამწვარი ზედაპირი ტანსაცმლის ნარჩენებიდან, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, დაშავებულს დავალევინოთ წყალი
  • 3
    ბუშტები არ გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (თუ დაშავებულს მის მიმართ ალერგია არ გააჩნია) და დაშავებულს დავალევინოთ წყალი
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#505
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს არ აღენიშნება სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა ჩაუტარდეს:
  • 1
    მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა
  • 2
    მხოლოდ გულის არაპირდაპირი მასაჟი
  • 3
    როგორც ხელოვნური სუნთქვა, ასევე გულის არაპირდაპირი მასაჟი
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#543
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს არ აღენიშნება სუნთქვა, მაგრამ აღენიშნება პულსაცია საძილე არტერიაზე, მას უნდა ჩაუტარდეს:
  • 1
    მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა
  • 2
    მხოლოდ გულის არაპირდაპირი მასაჟი
  • 3
    როგორც ხელოვნური სუნთქვა, ასევე გულის არაპირდაპირი მასაჟი
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#588
თუ არსებობს ეჭვი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კისრის ან ხერხემლის დაზიანების შესახებ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როგორ უნდა მოხდეს დაშავებულის გადათრევით გადაადგილება დამხმარეს გარეშე (ერთი ადამიანის მიერ)?
  • 1
    მჯდომარე პოზიციაში დაშავებულს ზურგიდან მკლავები მხრებქვეშ უნდა შევუცუროთ, დავაფიქსიროთ ქვედა ყბა და კისერი და ისე გადათრევით გადავაადგილოთ უკან
  • 2
    მჯდომარე პოზიციაში დაშავებულს ჩავუდგეთ ფეხებს შორის მკლავები მხრებქვეშ უნდა შევუცუროთ და ზურგზე ერთმანეთს ჩავჭიდოთ. ავწიეთ ფეხებით და დაშავებული გადათრევით გადავაადგილოთ უკან
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#592
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს მუცლის არეში აღენიშნება ჭრილობა, მისი ტრანსპორტირება უნდა მოხდეს:
  • 1
    გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით
  • 2
    ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში გამართული ფეხებით
  • 3
    ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით
  • 4
    მჯდომარე მდგომარეობაში
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#593
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული გულწასულია, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით იგი უნდა:
  • 1
    დავაწვინოთ გვერდზე მოხრილი ფეხებით
  • 2
    დავაწვინოთ ზურგზე, ამოვუდოთ თავქვეშ ბალიში, ვასუნთქოთ ნიშადურის სპირტი
  • 3
    დავაწვინოთ ზურგზე, ფეხები წამოუწიოთ. ვასუნთქოთ ნიშადურის სპირტი, საფეთქლები დავუზილოთ ადეკოლონით (ან სხვა სპირტის შემცველი სითხით)
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#596
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თავის ტვინის შერყევის შემთხვევაში, მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:
  • 1
    ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში, ამასთან უნდა ამოვუდოთ ბალიში კისრისა და წელის არეში
  • 2
    გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#597
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება გულმკერდის გამჭოლი ჭრილობა მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:
  • 1
    მუცელზე დაწოლილ მდგომარეობაში
  • 2
    ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში
  • 3
    ჯანმრთელ გვერდზე დაწოლილ ან ნახევრადმჯდომარე მდგომარეობაში
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#598
ერთი ხელის დაშავების შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს პიჯაკი ან პერანგი უნდა გავხადოთ:
  • 1
    ჯერ ჯანსაღ, ხოლო შემდეგ დაშავებულ ხელზე
  • 2
    ჯერ დაშავებულ, ხოლო შემდეგ ჯანსაღ ხელზე
  • 3
    ერთდროულად ორივე ხელზე
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#599
ტრამვული შოკის დროს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს უნდა:
  • 1
    მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, დავაწვინოთ ზურგზე, თავქვეშ ამოვუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი
  • 2
    გავხადოთ ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, შუბლზე დავადოთ ცივი საფენები
  • 3
    აუცილებლობის შემთხვევაში შევაჩეროთ სისხლდენა, დავაფაროთ სათბურები; თუ არ ვეჭვობთ მუცლის ღრუს შიდა ორგანოების დაზიანებას, დავალევინოთ თბილი სასმელი
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#600
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მსხვილი არტერიიდან სისხლდენის დამახასითებელი ნიშნებია:
  • 1
    ტანსაცმელი გაჟღენთილია ალისფერი სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება პულსირებული ნაკადით
  • 2
    ტანსაცმელი სწრაფად იჟღინთება მუქი ფერის სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით
  • 3
    ტანსაცმელი გაჟღენთილია სისხლით მხოლოდ ჭრილობის ადგილზე, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#810
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჭრილობიდან ვენური სისხლდენის დამახასითებელი ნიშნებია:
  • 1
    ტანსაცმელი გაჟღენთილია ალისფერი სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება პულსირებული ნაკადით
  • 2
    ტანსაცმელი ნელა იჟღინთება მუქი ფერის სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#871
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კიდურების დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ ჭრილობის:
  • 1
    ადგილის ზემოთ
  • 2
    ადგილის ქვემოთ
  • 3
    ადგილზე
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#872
არტაშანის დასამზადებელი მასალის არარსებობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ფეხის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, მას უნდა:
  • 1
    დაშავებული ფეხის მთელ სიგრძეზე დავადოთ ბინტის სახვევი
  • 2
    დაშავებული და ჯანმრთელი ფეხი დავუმაგროთ ერთმანეთს ბინტის სახვევის გამოყენებით, ამასთან აუცილებელია ფეხებს შორის ჩავუდოთ რბილი ქსოვილი
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#890
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მენჯისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ მოსვლამდე, იგი უნდა:
  • 1
    დავაწვინოთ ზურგზე მუხლებქვეშ ამოვუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება
  • 2
    დავაწვინოთ გვერდზე დაუზიანებელ მხარეს, დავადოთ დაშავებულ ადგილზე ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#909
რომელ შემთხვევაშია მიზანშეწონილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ავტომობილის კაბინიდან გადმოყვანა?
  • 1
    ყოველთვის დაშავებულის გონების დაკარგვის შემთხვევაში
  • 2
    დაშავებულის ქვედა კიდურების მოტეხილობის შემთხვევაში
  • 3
    როცა დაშავებულს გონება აქვს დაკარგული და არ აღენიშნება სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#913
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ზურგის ტვინის დაუზიანებლად კისრის ხერხემლის მალების ტრავმების სიმპტომებია:
  • 1
    დაშავებული ვერ ამოძრავებს ზედა კიდურებს, სუნთქვა უძნელდება
  • 2
    დაშავებულს კისრისა და ზურგის არეში აქვს ტკივილი, რომელიც მატულობს ხელით შეხებისას
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#915
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს დაზიანებული აქვს კისერი ან ხერხემალი ან არსებობს ეჭვი მათი დაზიანების შესახებ, არ შეიძლება:
  • 1
    მხოლოდ დაშავებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა
  • 2
    მხოლოდ დაშავებულის ჭრილობაზე შეხება
  • 3
    მხოლოდ დაშავებულისათვის ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება და უცხო სხეულების მოცილება
  • 4
    როგორც დაშავებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა, ასევე მის ჭრილობაზე შეხება, ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება და უცხო სხეულების მოცილება
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#966
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს დაზიანებული აქვს ხერხემალი, იგი უნდა:
  • 1
    დავაწვინოთ გვერდზე, სწორ და მაგარ ზედაპირზე, ამოვუდოთ ბალიში თავქვეშ
  • 2
    დავაწვინოთ ზურგზე, სწორ და მაგარ ზედაპირზე და ამოვუდოთ ბალიში კისრისა და წელის არეში
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill