ბილეთების სწავლა

Tram კატეგორია

გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი

სულ:22 ბილეთი


#325
ვალდებულია თუ არა მძღოლი ბავშვთა ჯგუფების გამცილებლის მინიშნებისას გზა დაუთმოს იმ ბავშვებს, რომლებიც კვეთენ სავალ ნაწილს?
  • 1
    არ არის ვალდებული
  • 2
    ვალდებულია
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#332
ბავშვთა ჯგუფების გადაყვანისას ჯგუფი უნდა დაიყოს რიგებად, რიგში არაუმეტეს:
  • 1
    ორი ბავშვისა
  • 2
    სამი ბავშვისა
  • 3
    ოთხი ბავშვისა
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი B, B1 D1 T, S Tram B+C1, Mill
#333
სავალდებულოა თუ არა 3 წლამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებული იქნას სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკანა სავარძელზე მჯდომ არანაკლებ 16 წლის მგზავრს კალთაში მხოლოდ ეს ბავშვი უზის?
  • 1
    სავალდებულოა
  • 2
    არ არის სავალდებულო
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი B, B1 Tram B+C1, Mill
#476
აკრძალულია თუ არა მგზავრთა (12 წლამდე ბავშვების გაუთვალისწინებლად) გადაყვანა, თუ მგზავრთა რაოდენობა აღემატება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლით გათვალისწინებულ ოდენობას?
  • 1
    აკრძალულია
  • 2
    არ არის აკრძალული
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი B, B1 C1 D1 Tram B+C1, Mill
#571
ნებადართულია თუ არა მგზავრების იმ რაოდენობით ან ისე გადაყვანა, რომ ეს ხელს უშლიდეს მართვას ან მძღოლს უზღუდავდეს ხედვის არეს?
  • 1
    არ არის ნებადართული
  • 2
    ნებადართულია, მხოლოდ მძღოლის თანხმობით
  • 3
    ნებადართულია, მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში, მეორეხარისხოვან გზაზე, იმ პირობით, რომ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/სთ
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#573
აკრძალული არ არის მგზავრთა გადაყვანა:
  • 1
    ტრაქტორის და სხვა თვითმავალი მანქანების სალონის, ან კაბინის გარეთ
  • 2
    სატვირთო ავტომობილის მისაბმელით, აგრეთვე მისაბმელ-აგარაკით
  • 3
    სატვირთო მოტოციკლის ძარით
  • 4
    მობუქსირე ავტობუსით
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი A, A1 B, B1 C C1 D D1 Tram B+C1, Mill
#574
აკრძალულია თუ არა მგზავრთა გადაყვანა იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომლის ფაქტობრივი მასა აღემატება მის ნებადართულ მაქსიმალურ მასას?
  • 1
    არ არის აკრძალული
  • 2
    აკრძალულია
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#581
სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას:
  • 1
    მხოლოდ საფრთხე არ შეექმნას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე
  • 2
    მხოლოდ არ იქნეს შეზღუდული ხილვადობა და მხედველობის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა
  • 3
    მხოლოდ არ დაიფაროს სინათლეები, სდექ-სიგნალი, მოხვევის მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები
  • 4
    დაცული იქნეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პირობა
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#585
ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით - „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, თუ ის სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ, წინ ან/და უკან გადმოშვერილია:
  • 1
    1,0 მეტრზე მეტად
  • 2
    არანაკლებ 1,5 მეტრით
  • 3
    არანაკლებ 2,0 მეტრით
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#586
ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით - „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი”, თუ ის გვერდიდან, საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან გადმოშვერილია:
  • 1
    არანაკლებ 2 მეტრით
  • 2
    არანაკლებ 1,5 მეტრით
  • 3
    0,4 მეტრზე მეტად
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#587
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ, წინ ან/და უკან ერთ მეტრზე მეტად, ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი დამატებით უნდა აღინიშნოს:
  • 1
    მხოლოდ წინ - თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით
  • 2
    მხოლოდ უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით
  • 3
    როგორც წინ - თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, ასევე უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი A, A1 B, B1 C D D1 T, S Tram B+C1, Mill
#812
სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია:
  • 1
    მხოლოდ დგომით მდგომარეობაში
  • 2
    ჯდომით მდგომარეობაში, თუ სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია ითვალისწინებს დასაჯდომ ადგილებს, ხოლო თუ არ ითვალისწინებს - დგომით მდგომარეობაში
  • 3
    მხოლოდ ჯდომით მდგომარეობაში
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#813
გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვის შემთხვევაში, მძღოლმა უნდა:
  • 1
    გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
  • 2
    გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს
  • 3
    გაზარდოს სიჩქარე, რათა დროულად გაიაროს აღნიშნული გზის მონაკვეთი
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#814
გზაზე გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზეც დამაგრებულია საცნობი ნიშანი -„ბავშვების გადაყვანა“, მძღოლი ვალდებულია:
  • 1
    მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს შეუჩერებლივ
  • 2
    გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და არ დაძრას იგი, სანამ აღნიშნული ავტობუსი არ გააგრძელებს მოძრაობას
  • 3
    გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე შეძლებს გაჩერებას
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#815
ვალდებულია თუ არა გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, გზა დაუთმოს თეთრი ფერის ხელჯოხით მოძრავ უსინათლო ქვეითს, რომელიც კვეთს სავალ ნაწილს?
  • 1
    ვალდებულია ყველა შემთხვევაში
  • 2
    ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს რეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
  • 3
    არ არის ვალდებული
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#816
რა შემთხვევაშია ვალდებული მძღოლი, გზა დაუთმოს გამყოლ ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს?
  • 1
    ვალდებულია ყველა შემთხვევაში
  • 2
    ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს რეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
  • 3
    ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს არარეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#845
დასაშვებია თუ არა ქვეითის სავალი ნაწილის კიდესთან გაადაგილება ქვეითთა მოძრაობისთვის გამოსადეგი ტროტუარის არსებობისას?
  • 1
    დაუშვებელია
  • 2
    დასაშვებია, თუ მას გადააქვს დიდი მოცულების ტვირთი, რის გამოც მისი ტროტუარზე გადაადგილება დააბრკოლებს სხვა ქვეითებს
  • 3
    დასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი B, B1 C1 D1 Tram B+C1, Mill
#847
დასაშვებია თუ არა სავარძელ-ეტლით მოძრავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სავალი ნაწილის კიდესთან გადაადგილება, მოძრაობისთვის გამოსადეგი ქვეითთა ბილიკის არსებობის შემთხვევაში?
  • 1
    დაუშვებელია
  • 2
    დასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში
  • 3
    დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეითთა ბილიკზე ქვეითთა ინტენსიური მოძრაობაა
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი B, B1 C1 D1 Tram B+C1, Mill
#849
დასაშვებია თუ არა ქვეითის მოძრაობა ორმხივმოძრაობიანი გზის გამყოფ ზოლზე, თუ მასზე არ არის ტროტუარი?
  • 1
    დასაშვებია, თუ აღნიშნულ გზაზე მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით
  • 2
    დასაშვებია მხოლოდ ავტომაგისტრალებზე
  • 3
    დაუშვებელია
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი B, B1 C C1 D1 Tram B+C1, Mill
#868
12 წლამდე ასაკის ბავშვის გადაყვანა ნებადართულია:
  • 1
    მსუბუქ ავტომობილის წინა სავარძლით
  • 2
    მოპედით
  • 3
    მოტოციკლით
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი არც ერთი პასუხი არ არის სწორი
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი A, A1 B, B1 Tram B+C1, Mill