ბილეთების სწავლა

C1 კატეგორია

ბუქსირება

სულ:22 ბილეთი


#461
ავტომაგისტრალზე მწყობრიდან გამოსული ავტომობილის ბუქსირება ხდება თვითნაკეთი მოწყობილობით (თოკით). მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
  • 1
    მხოლოდ A მიმართულებით
  • 2
    მხოლოდ B მიმართულებით
  • 3
    როგორც A, ასევე B მიმართულებით
ბუქსირება B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#539
აქვს თუ არა უფლება მაბუქსირებელ ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ ბუქსირება ხდება თვითნაკეთი მოწყობილობით (თოკით)?
  • 1
    აქვს უფლება
  • 2
    არ აქვს უფლება
ბუქსირება B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#542
არღვევს თუ არა ისრის მიმართულებით მოძრავი მობუქსირე ავტომობილის მძღოლი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისათვის დადგენილ მოთხოვნებს?
  • 1
    არღვევს
  • 2
    არ არღვევს
ბუქსირება C C1 B+C1, Mill
#546
რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ტრაქტორი მოძრაობს 50კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სატვირთო ავტომობილი ახორციელებს გასწრებას?
  • 1
    მხოლოდ ტრაქტორის მძღოლი
  • 2
    მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
  • 3
    როგორც ტრაქტორის, ასევე სატვირთო ავტომობილის მძღოლი
ბუქსირება B, B1 C1 D1 T, S Tram B+C1, Mill
#548
დასაშვებია თუ არა, გაუმართავი საჭის მართვის მექანიზმის მქონე მსუბუქი ავტომობილის მოცემული ხერხით ბუქსირება?
  • 1
    დასაშვებია
  • 2
    არ არის დასაშვები
ბუქსირება B, B1 C C1 D Tram B+C1, Mill
#549
რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  • 1
    მობუქსირე ნახევარმისაბმელიანი საწევარას მძღოლი
  • 2
    წითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
ბუქსირება B, B1 C C1 T, S Tram B+C1, Mill
#550
მოცემულ სიტუაციაში საგზაო მოძრაობის წესების რამდენი მოთხოვნაა დარღვეული, თუ მოქნილი გადამბმით ბუქსირებული შემადგენლობა მოძრაობს 50 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მათ შორის მანძილი 5 მეტრია?
  • 1
    ორი
  • 2
    სამი
  • 3
    ოთხი
  • 4
    ხუთი
ბუქსირება B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#551
მოცემულ სიტუაციაში, მობუქსირე ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:
  • 1
    მხოლოდ A მიმართულებით
  • 2
    მხოლოდ B მიმართულებით
  • 3
    როგორც A, ასევე B მიმართულებით
ბუქსირება C C1 D1 B+C1, Mill
#553
მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მობუქსირე ავტომობილის მძღოლს, ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ გზა მოყინულია?
  • 1
    ეკრძალება
  • 2
    არ ეკრძალება
ბუქსირება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#554
დასაშვებია თუ არა მისაბმელიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება?
  • 1
    დასაშვებია
  • 2
    არ არის დასაშვები
  • 3
    დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მობუქსირე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ზე ნაკლებია
ბუქსირება B, B1 C1 D T, S Tram B+C1, Mill
#555
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება შეიძლება განხორციელდეს:
  • 1
    მხოლოდ ხისტი გადაბმით
  • 2
    მხოლოდ მოქნილი გადაბმით
  • 3
    მხოლოდ ნაწილობრივი დატვირთვით
  • 4
    როგორც ხისტი, ასევე მოქნილი გადაბმით და ნაწილობრივი დატვირთვით
ბუქსირება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#557
სავალდებულოა თუ არა, მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას, საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მართავდეს მძღოლი?
  • 1
    სავალდებულოა
  • 2
    არ არი სავალდებულო
ბუქსირება B, B1 C C1 D1 Tram B+C1, Mill
#558
ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია:
  • 1
    მხოლოდ საბუქსირო ავტობუსით
  • 2
    მხოლოდ საბუქსირო ტროლეიბუსით
  • 3
    მხოლოდ საბუქსირო სატვირთო ავტომობილის ძარით
  • 4
    როგორც საბუქსირო ავტობუსითა და ტროლეიბუსით, ასევე საბუქსირო სატვირთო ავტომობილის ძარით
ბუქსირება C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#559
ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას აკრძალულია ხალხის ყოფნა:
  • 1
    მხოლოდ საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში
  • 2
    მხოლოდ მობუქსირე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძარაზე
  • 3
    როგორც საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, ასევე მობუქსირე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძარაზე
ბუქსირება B, B1 C C1 Tram B+C1, Mill
#561
ხისტი გადაბმით ბუქსირებისას მანძილი მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის უნდა შეადგენდეს არა უმეტეს:
  • 1
    4 მეტრს
  • 2
    5 მეტრს
  • 3
    6 მეტრს
ბუქსირება A, A1 C C1 D1 B+C1, Mill
#562
აკრძალულია ხისტი ან მოქნილი გადაბმით იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება, რომლის:
  • 1
    კვების სისტემის ჰერმეტულობა დარღვეულია
  • 2
    საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია
  • 3
    საავარიო შუქსიგნალიზაცია გაუმართავია
ბუქსირება A, A1 C C1 D D1 B+C1, Mill
#563
აკრძალულია თუ არა, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება, რომელსაც ორი მისაბმელი აქვს?
  • 1
    არ არის აკრძალული
  • 2
    აკრძალული
ბუქსირება B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#566
ბუქსირება დასაშვებია:
  • 1
    მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება
  • 2
    მოქნილი გადაბმით, როცა გზები მოყინულია
  • 3
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი არ არის სწორი
ბუქსირება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#570
სულ მცირე, რამდენი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი) უნდა დამაგრდეს დრეკად შემაერთებელ რგოლზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას?
  • 1
    ორი
  • 2
    სამი
  • 3
    ოთხი
ბუქსირება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#753
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ნიშნის მოქმედების ზონაში მდებარე საწარმოს?
  • 1
    მხოლოდ I და II
  • 2
    მხოლოდ I და III
  • 3
    მხოლოდ II და IV
  • 4
    მხოლოდ III და IV
ბუქსირება A, A1 C C1 D D1 B+C1, Mill