ბილეთების სწავლა

D1 კატეგორია

მოძრაობა ავტომაგისტრალზე

სულ:13 ბილეთი


#336
სურათზე მითითებულ ადგილას ავტომობილის იძულებით გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა:
  • 1
    მხოლოდ უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
  • 2
    მხოლოდ შესაბამისი ნიშნით უნდა მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე
  • 3
    უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე
მოძრაობა ავტომაგისტრალზე B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#368
გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
  • 1
    მხოლოდ A მიმართულებით
  • 2
    მხოლოდ B მიმართულებით
  • 3
    როგორც A, ასევე B მიმართულებით
მოძრაობა ავტომაგისტრალზე B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#378
წითელი ავტომობილის მძღოლი გასცდა მარჯვნივ მოსახვევს. ეკრძალება თუ არა მას მოსახვევში შესასვლელად ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?
  • 1
    ეკრძალება
  • 2
    არ ეკრძალება
მოძრაობა ავტომაგისტრალზე A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#379
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასცდა სავალი ნაწილების განივი შეერთების ადგილს. ეკრძალება თუ არა მას ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?
  • 1
    ეკრძალება
  • 2
    არ ეკრძალება
მოძრაობა ავტომაგისტრალზე A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#401
დამუხრუჭების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი, რომელიც აპირებს მოხვევას ვალდებულია:
  • 1
    წინასწარ შეანელოს სიჩქარე და მოხვევის მანევრი შეასრულოს დამუხრუჭების ზოლზე გადაუსვლელად
  • 2
    დროულად გადაადგილდეს დამუხრუჭების ზოლზე და შემდეგ შეანელოს სიჩქარე
  • 3
    მოხვევის მანევრის შესრულებამდე გაჩერდეს დამუხრუჭების ზოლზე
მოძრაობა ავტომაგისტრალზე A, A1 B, B1 C1 D1 Tram B+C1, Mill
#445
ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეებს არ ეკრძალებათ ავტომაგისტრალებზე, აგრეთვე ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მოძრაობა?
  • 1
    მოპედის მძღოლებს
  • 2
    ქვეითებს
  • 3
    ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების მძღოლებს
  • 4
    ავტომატარებლების მძღოლებს
მოძრაობა ავტომაგისტრალზე A, A1 B, B1 C C1 D1 T, S Tram B+C1, Mill
#452
ავტომაგისტრალზე შესასვლელად მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
  • 1
    მხოლოდ A მიმართულებით
  • 2
    მხოლოდ B მიმართულებით
  • 3
    როგორც A, ასევე B მიმართულებით
მოძრაობა ავტომაგისტრალზე A, A1 B, B1 C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#456
არღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ავტომაგისტრალზე მითითებულ ადგილას იძულებით გაჩერების შემთხვევაში?
  • 1
    არ არღვევს
  • 2
    არღვევს
მოძრაობა ავტომაგისტრალზე A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#459
მოცემულ სიტუაციაში არღვევს თუ არა მძღოლი იძულებით გაჩერებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, თუ გაუმართავი ავტომობილის დაუყოვნებლივ გაყვანა გზიდან შეუძლებელია?
  • 1
    არ არღვევს
  • 2
    არღვევს
მოძრაობა ავტომაგისტრალზე C C1 D D1 B+C1, Mill
#460
მოცემულ სიტუაციაში, არღვევს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სატრანსპორტო საშუალების იძულებით გაჩერების წესებს?
  • 1
    არ არღვევს
  • 2
    არღვევს
მოძრაობა ავტომაგისტრალზე A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1344
ჩამოთვლილიდან საბაჟო კონტროლს ექვემდებარება:
  • 1
    მხოლოდ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება
  • 2
    მხოლოდ ტერიტორია, სადაც განთავსებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება
  • 3
    საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
მოძრაობა ავტომაგისტრალზე A, A1 C C1 D D1 B+C1, Mill
#1717
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას გამოიწვევს:
  • 1
    დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით
  • 2
    დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით
  • 3
    დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება 3 თვის ვადით
მოძრაობა ავტომაგისტრალზე D D1
#1724
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს:
  • 1
    სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 1 წლით
  • 2
    დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით
  • 3
    დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
მოძრაობა ავტომაგისტრალზე C C1 D D1 B+C1, Mill