ბილეთების სწავლა

C კატეგორია

მოძრაობა ავტომაგისტრალზე

სულ:20 ბილეთი


#336
სურათზე მითითებულ ადგილას ავტომობილის იძულებით გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა:
  • 1
    მხოლოდ უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
  • 2
    მხოლოდ შესაბამისი ნიშნით უნდა მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე
  • 3
    უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე
მოძრაობა ავტომაგისტრალზე B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#368
გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
  • 1
    მხოლოდ A მიმართულებით
  • 2
    მხოლოდ B მიმართულებით
  • 3
    როგორც A, ასევე B მიმართულებით
მოძრაობა ავტომაგისტრალზე B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#378
წითელი ავტომობილის მძღოლი გასცდა მარჯვნივ მოსახვევს. ეკრძალება თუ არა მას მოსახვევში შესასვლელად ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?
  • 1
    ეკრძალება
  • 2
    არ ეკრძალება
მოძრაობა ავტომაგისტრალზე A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#379
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასცდა სავალი ნაწილების განივი შეერთების ადგილს. ეკრძალება თუ არა მას ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?
  • 1
    ეკრძალება
  • 2
    არ ეკრძალება
მოძრაობა ავტომაგისტრალზე A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#445
ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეებს არ ეკრძალებათ ავტომაგისტრალებზე, აგრეთვე ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მოძრაობა?
  • 1
    მოპედის მძღოლებს
  • 2
    ქვეითებს
  • 3
    ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების მძღოლებს
  • 4
    ავტომატარებლების მძღოლებს
მოძრაობა ავტომაგისტრალზე A, A1 B, B1 C C1 D1 T, S Tram B+C1, Mill
#451
ავტომაგისტრალიდან გამოსასვლელად მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
  • 1
    A მიმართულებით
  • 2
    B მიმართულებით
  • 3
    როგორც A, ასევე B მიმართულებით
მოძრაობა ავტომაგისტრალზე A, A1 B, B1 C C1 D Tram B+C1, Mill
#454
რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  • 1
    მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
  • 2
    ორივე ავტომობილის მძღოლი
  • 3
    მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  • 4
    არცერთი ავტომობილის მძღოლი
მოძრაობა ავტომაგისტრალზე B, B1 C C1 B+C1, Mill
#456
არღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ავტომაგისტრალზე მითითებულ ადგილას იძულებით გაჩერების შემთხვევაში?
  • 1
    არ არღვევს
  • 2
    არღვევს
მოძრაობა ავტომაგისტრალზე A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#457
მოცემულ სიტუაციაში, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
  • 1
    მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
  • 2
    მხოლოდ მოპედის მძღოლს
  • 3
    მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  • 4
    ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
მოძრაობა ავტომაგისტრალზე A, A1 B, B1 C C1 Tram B+C1, Mill
#458
სატვირთო ავტომობილის მძღოლი ასრულებს საგზაო-სარემონტო სამუშაოებს. რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
  • 1
    მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
  • 2
    მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  • 3
    ორივე ავტომობილის მძღოლს
  • 4
    არცერთი ავტომობილის მძღოლს
მოძრაობა ავტომაგისტრალზე B, B1 C C1 T, S Tram B+C1, Mill
#459
მოცემულ სიტუაციაში არღვევს თუ არა მძღოლი იძულებით გაჩერებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, თუ გაუმართავი ავტომობილის დაუყოვნებლივ გაყვანა გზიდან შეუძლებელია?
  • 1
    არ არღვევს
  • 2
    არღვევს
მოძრაობა ავტომაგისტრალზე C C1 D D1 B+C1, Mill
#460
მოცემულ სიტუაციაში, არღვევს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სატრანსპორტო საშუალების იძულებით გაჩერების წესებს?
  • 1
    არ არღვევს
  • 2
    არღვევს
მოძრაობა ავტომაგისტრალზე A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#514
მოცემულ სიტუაციაში, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესებს?
  • 1
    მხოლოდ ავტობუსის მძღოლი
  • 2
    მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
  • 3
    მხოლოდ მოპედის მძღოლი
  • 4
    მხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და მოპედის მძღოლები
მოძრაობა ავტომაგისტრალზე A, A1 C D B+C1, Mill
#1344
ჩამოთვლილიდან საბაჟო კონტროლს ექვემდებარება:
  • 1
    მხოლოდ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება
  • 2
    მხოლოდ ტერიტორია, სადაც განთავსებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება
  • 3
    საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
მოძრაობა ავტომაგისტრალზე A, A1 C C1 D D1 B+C1, Mill
#1348
თუ ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია სხვადასხვა სახეობის საქონელი, საქონლის თითოეული სახეობა ითვლება:
  • 1
    ერთად დეკალრირებულად
  • 2
    ცალ-ცალკე დეკლარირებულად
მოძრაობა ავტომაგისტრალზე C C1 B+C1, Mill
#1350
საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია (გარდა ექსპორტისა), პირის მოთხოვნით, შეიძლება საბაჟო საწყობში დროებით ინახებოდეს არა უმეტეს:
  • 1
    ერთი წლისა
  • 2
    ორი წლისა
  • 3
    ხუთი წლისა
მოძრაობა ავტომაგისტრალზე C C1 B+C1, Mill
#1351
რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილებები შეტანილ იქნეს:
  • 1
    მხოლოდ საქონლის გაშვებამდე, საგადასახადო ორგანოს ინიციატივით, საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას, თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა
  • 2
    მხოლოდ საქონლის გაშვებამდე, დეკლარანტის ინიციატივით, თუ საგადასახადო ორგანოს არ შეუტყობინებია დეკლარანტისთვის ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვა ან არ დაუდგენია დეკლარირებული მონაცემების მცდარობა.
  • 3
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
მოძრაობა ავტომაგისტრალზე C C1 B+C1, Mill
#1352
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი არ მიეკუთვნება საბაჟო კონტროლის ფორმას?
  • 1
    მხოლოდ ზეპირი გამოკითხვა
  • 2
    მხოლოდ საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და ტერიტორიის დათვალიერება
  • 3
    მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის მიზნით სინჯისა და ნიმუშის აღება
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა ფორმა მიეკუთვნება საბაჟო კონტროლის ფორმას
მოძრაობა ავტომაგისტრალზე C C1 B+C1, Mill
#1710
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს გამოიწვევს:
  • 1
    დაჯარიმებას 300 ლარითა და სატრანსპორტო საშუალების უფლების შეჩერება 3 თვის ვადით
  • 2
    დაჯარიმებას 300 ლარით
  • 3
    დაჯარიმებას 250 ლარით
მოძრაობა ავტომაგისტრალზე C C1 B+C1, Mill
#1724
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს:
  • 1
    სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 1 წლით
  • 2
    დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით
  • 3
    დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
მოძრაობა ავტომაგისტრალზე C C1 D D1 B+C1, Mill