ბილეთების სწავლა

კატეგორია

უწესივრობა და მართვის პირობები

სულ:26 ბილეთი


#1332
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელ შემთხვევაშია აკრძალული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია?
  • 1
    მხოლოდ ბენზინის და დიზელის ძრავების კვების სისტემაში საწვავის გაჟონვისას
  • 2
    მხოლოდ აირების გამონაბოლქვის სისტემის ელემენტების შეერთებებში ნამწვის გაჟონვისას
  • 3
    მხოლოდ ისეთი აირბალონების გამოყენებით, რომელთაც გასული აქვთ პერიოდული შემოწმების ვადა
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
უწესივრობა და მართვის პირობები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1336
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ შემთხვევებშია აკრძალული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია:
  • 1
    მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული უკან ხედვის სარკე
  • 2
    მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი
  • 3
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი უწესივრობის არსებობის შემთხვევაში
უწესივრობა და მართვის პირობები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1337
დასაშვებია, თუ არა საქარე მინაზე, მძღოლის მხარეს, მინმწმენდის მოქმედების არეში, ბზარებისა და ლაქების არსებობა?
  • 1
    არ არის დასაშვები
  • 2
    დასაშვებია
უწესივრობა და მართვის პირობები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1338
თუ სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია თავის დასამაგრებლებით, ისინი დარეგულირებული უნდა იყოს ისე, რომ მძღოლის და მგზავრების თავი მას ეყრდნობოდეს:
  • 1
    კისრის არეში
  • 2
    კეფის არეში
უწესივრობა და მართვის პირობები B, B1 D D1 B+C1, Mill
#1339
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია თუ არა თავის დასამაგრებლებით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოძრაობის დაწყების წინ დარწმუნდეს, რომ თვითონ და მგზავრები თავი სამაგრებს ეყრდნობა კეფის არეში?
  • 1
    დიახ, მიზანშეწონილია
  • 2
    არ არის მიზანშეწონილი
უწესივრობა და მართვის პირობები B, B1 D D1 B+C1, Mill
#1484
სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:
  • 1
    მხოლოდ საწვავის ხარჯის მატება
  • 2
    მხოლოდ საჭით მართვის გაძნელება
  • 3
    მხოლოდ საბურავების გადახურება
  • 4
    როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭით მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება
უწესივრობა და მართვის პირობები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill