ბილეთების სწავლა

B, B1 კატეგორია

უწესივრობა და მართვის პირობები

სულ:20 ბილეთი


#79
სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვ აირებში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა შემცირდება, თუ გამოყენებული იქნება:
  • 1
    მხოლოდ ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალება
  • 2
    მხოლოდ ხარისხიანი საწვავი
  • 3
    მხოლოდ არაეთილირებული (ტყვიის მინარევების გარეშე) საწვავი
  • 4
    როგორც ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალება, ასევე ხარისხიანი და არაეთილირებული (ტყვიის მინარევების გარეშე) საწვავი
უწესივრობა და მართვის პირობები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#829
დღე-ღამის ბნელ დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ახლო და შორი განათების ფარების ერთდროულად მწყობრიდან გამოსვლის (ჩაქრობის) შემთხვევაში, მძღოლს ეკრძალება:
  • 1
    იმ გზაზე მოძრაობა, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება
  • 2
    ნებისმიერ გზაზე მოძრაობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მასზე ხელოვნური განათება
  • 3
    მოძრაობა ხელოვნურად განათებულ ორმხრივმოძრაობიან გზაზე
უწესივრობა და მართვის პირობები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#999
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გაჩერებულია მკვრივი საფარის მქონე გვერდულზე. დაარღვევს თუ არა იგი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში არ ჩართავს საგაბარიტო სინათლეებს?
  • 1
    დაარღვევს
  • 2
    არ დაარღვევს
უწესივრობა და მართვის პირობები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1000
აქვს თუ არა უფლება ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ დღე-ღამის ბნელ დროს მოძრაობისას მწყობრიდან გამოვიდა უკანა საგაბარიტო სინათლეები?
  • 1
    აქვს უფლება
  • 2
    არ აქვს უფლება
უწესივრობა და მართვის პირობები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1001
არღვევს თუ არა მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში სურათზე მითითებულ ადგილას ავტომანქანა გაჩერებულია გარე სანათი ხელსაწყოების ჩაურთველად?
  • 1
    არღვევს
  • 2
    არ არღვევს
უწესივრობა და მართვის პირობები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1069
მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
  • 1
    არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი
  • 2
    დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად ჩამქრალია ახლო და შორი განათების ფარები (ან მათ გარეშე) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეები იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა
  • 3
    მინის მწმენდები არ მუშაობენ დადგენილ რეჟიმში
  • 4
    დარღვეულია კვების სისტემის ჰერმეტულობა
უწესივრობა და მართვის პირობები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1318
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად მსუბუქი ავტომობილების საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ:
  • 1
    1,6 მმ
  • 2
    1,0 მმ
  • 3
    2,0 მმ
უწესივრობა და მართვის პირობები B, B1 B+C1, Mill
#1321
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, თუ საბურავი ზომით ან დასაშვები დატვირთვით არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მოდელს?
  • 1
    არ არის აკრძალული
  • 2
    აკრძალულია
უწესივრობა და მართვის პირობები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1322
იმ შემთხვევაში, თუ დამამზადებლის საექსპლუატაციო დოკუმენტში არ არის მითითებული, მსუბუქი ავტომობილის საჭით მართვის სისტემაში ჯამური ფოლხვა არ უნდა აღემატებოდეს:
  • 1
    5°-ს
  • 2
    10°-ს
უწესივრობა და მართვის პირობები B, B1 B+C1, Mill
#1325
რომელ ნახატზეა ნაჩვენები ხელების სწორი განლაგება საჭის თვალზე?
  • 1
    I
  • 2
    II
  • 3
    III
უწესივრობა და მართვის პირობები B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1327
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემის, რომელი გაუმართაობაა დაუშვებელი?
  • 1
    მხოლოდ ხელით მართვადი მუხრუჭის საკონტროლო სარქველის არადამაკმაყოფილებელი მოქმედება, გაჟონვა, მისი მაკონტროლებლის დაზიანება, დეფორმირება ან ზედმეტი ცვეთა
  • 2
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გაუმართაობა
  • 3
    მხოლოდ ხელის მუხრუჭის ხრუტუნა მექანიზმის გაუმართაობა, ბერკეტის ზედმეტი სვლა
უწესივრობა და მართვის პირობები B, B1 C C1 D D1 B+C1, Mill
#1328
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემის, რომელი გაუმართაობაა დაუშვებელი?
  • 1
    მხოლოდ ჰიდრავლიკური მუხრუჭიდან სითხის გადინება
  • 2
    მხოლოდ პნევმატიკური და პნევმოჰიდრავლიკური სამუხრუჭო ამძრავის მანომეტრების გაუმართაობა
  • 3
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გაუმართაობა
უწესივრობა და მართვის პირობები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1330
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, თუ გარე სანათი ხელსაწყოების რაოდენობა, ტიპი და მუშაობის რეჟიმი არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის მოთხოვნებს?
  • 1
    აკრძალულია
  • 2
    არ არის აკრძალული
უწესივრობა და მართვის პირობები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1331
დასაშვებია, თუ არა ერთ ღერძზე სხვადასხვა პროტექტორის მქონე საბურავების დაყენება?
  • 1
    დასაშვებია
  • 2
    დასაშვებია მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებზე
  • 3
    არ არის დასაშვები
უწესივრობა და მართვის პირობები B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1332
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელ შემთხვევაშია აკრძალული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია?
  • 1
    მხოლოდ ბენზინის და დიზელის ძრავების კვების სისტემაში საწვავის გაჟონვისას
  • 2
    მხოლოდ აირების გამონაბოლქვის სისტემის ელემენტების შეერთებებში ნამწვის გაჟონვისას
  • 3
    მხოლოდ ისეთი აირბალონების გამოყენებით, რომელთაც გასული აქვთ პერიოდული შემოწმების ვადა
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
უწესივრობა და მართვის პირობები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1336
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ შემთხვევებშია აკრძალული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია:
  • 1
    მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული უკან ხედვის სარკე
  • 2
    მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი
  • 3
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი უწესივრობის არსებობის შემთხვევაში
უწესივრობა და მართვის პირობები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1337
დასაშვებია, თუ არა საქარე მინაზე, მძღოლის მხარეს, მინმწმენდის მოქმედების არეში, ბზარებისა და ლაქების არსებობა?
  • 1
    არ არის დასაშვები
  • 2
    დასაშვებია
უწესივრობა და მართვის პირობები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1338
თუ სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია თავის დასამაგრებლებით, ისინი დარეგულირებული უნდა იყოს ისე, რომ მძღოლის და მგზავრების თავი მას ეყრდნობოდეს:
  • 1
    კისრის არეში
  • 2
    კეფის არეში
უწესივრობა და მართვის პირობები B, B1 D D1 B+C1, Mill
#1339
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია თუ არა თავის დასამაგრებლებით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოძრაობის დაწყების წინ დარწმუნდეს, რომ თვითონ და მგზავრები თავი სამაგრებს ეყრდნობა კეფის არეში?
  • 1
    დიახ, მიზანშეწონილია
  • 2
    არ არის მიზანშეწონილი
უწესივრობა და მართვის პირობები B, B1 D D1 B+C1, Mill
#1484
სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:
  • 1
    მხოლოდ საწვავის ხარჯის მატება
  • 2
    მხოლოდ საჭით მართვის გაძნელება
  • 3
    მხოლოდ საბურავების გადახურება
  • 4
    როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭით მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება
უწესივრობა და მართვის პირობები A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill