ბილეთების სწავლა

T, S კატეგორია

გაჩერება დგომა

სულ:35 ბილეთი

#292
ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრით მითითებულ ადგილზე ავტომობილით დგომა?
  • 1
    ეკრძალება
  • 2
    არ ეკრძალება
გაჩერება დგომა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#315
თუ ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებმა მოძრაობა უნდა განაგრძონ:
  • 1
    სიჩქარის შეუცვლელად, რადგან ქვეითი ვალდებულია არ გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების წინა მხრიდან, ვიდრე არ დარწმუნდება მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების არარსებობაში
  • 2
    მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი
გაჩერება დგომა A, A1 B, B1 C1 D T, S Tram B+C1, Mill
#322
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?
  • 1
    აქვს უფლება
  • 2
    არ აქვს უფლება
გაჩერება დგომა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#324
რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ხიდზე ისრით მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?
  • 1
    მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი
  • 2
    მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი
  • 3
    ორივე ავტომობილის მძღოლი
  • 4
    არცერთი ავტომობილის მძღოლი
გაჩერება დგომა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#326
რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?
  • 1
    ორივე ავტომობილის მძღოლი
  • 2
    არცერთი ავტომობილის მძღოლი
  • 3
    მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი
  • 4
    მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი
გაჩერება დგომა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#329
დაარღვეს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს მითითებულ ადგილას ავტომობილის სადგომზე დაყენების შემთხვევაში, თუ ამით დაბრკოლებას უქმნის ქვეითებს?
  • 1
    დაარღვევს
  • 2
    არ დაარღვევს
გაჩერება დგომა B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#342
მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მძღოლს სატვირთო ავტომობილის მონიშნულ ადგილზე დაყენება?
  • 1
    ეკრძალება
  • 2
    არ ეკრძალება
გაჩერება დგომა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#343
დაარღვეს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრით მითითებულ ადგილას ავტომობილის სადგომზე დაყენების შემთხვევაში?
  • 1
    დაარღვევს
  • 2
    არ დაარღვევს
გაჩერება დგომა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#345
რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით?
  • 1
    მხოლოდ მოტოციკლი
  • 2
    მხოლოდ მსუბუქი ავტომობილი
  • 3
    ორივე სატრანსპორტო საშუალება
  • 4
    არცერთი სატრანსპორტო საშუალება
გაჩერება დგომა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#352
დაარღვეს თუ არა თეთრი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?
  • 1
    დაარღვევს
  • 2
    არ დაარღვევს
გაჩერება დგომა B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#358
გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება აკრძალულია:
  • 1
    მხოლოდ გზაზე გამავალი ტრამვაის და რკინიგზის ლიანდაგებზე, ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლების მოძრაობა
  • 2
    მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც სატრანსპორტო საშუალება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს
  • 3
    მხოლოდ ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამის საგზაო ნიშნით აღნიშნულ დამატებით მოძრაობის ზოლზე
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
გაჩერება დგომა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#372
რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, ხიდზე მგზავრთა ჩასხდომის მიზნით ისრით მითითებულ ადგილზე გაჩერების შემთხვევაში?
  • 1
    ორივე ავტომობილის მძღოლი
  • 2
    მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი
  • 3
    მხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლი
  • 4
    არცერთი ავტომობილის მძღოლი
გაჩერება დგომა B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#487
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გაჩერდეს დასახლებულ პუნქტში, სურათზე მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?
  • 1
    არ აქვს უფლება
  • 2
    აქვს უფლება
გაჩერება დგომა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#495
აქვს თუ არა უფლება მძღოლს, საფრთხის შემთხვევაში, გააჩეროს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება საგზაო ნიშნით აღნიშნულ იმ გვირაბში, რომელშიც არარსებობს სპეციალურად გაჩერებისთვის მონიშნული ადგილები?
  • 1
    არ აქვს უფლება
  • 2
    აქვს უფლება
გაჩერება დგომა A, A1 B, B1 C D T, S Tram B+C1, Mill
#496
დასაშვებია თუ არა საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში ჩართული ძრავით დგომა?
  • 1
    დასაშვებია
  • 2
    არ არის დასაშვები
გაჩერება დგომა A, A1 B, B1 C D T, S Tram B+C1, Mill
#499
სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან, თუ ეს აბრკოლებს სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება აკრძალულია:
  • 1
    15 მეტრზე ახლოს
  • 2
    25 მეტრზე ახლოს
  • 3
    30 მეტრზე ახლოს
გაჩერება დგომა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#501
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება იმ ესტაკადების, ხიდებისა და გზაგამტარების ქვეშ, სადაც არარსებობს გაჩერებისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები?
  • 1
    აკრძალული, მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონაზე მეტია
  • 2
    აკრძალულია
  • 3
    არ არის აკრძალული
გაჩერება დგომა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#803
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების კარების გაღება მის სრულ გაჩერებამდე?
  • 1
    აკრძალულია
  • 2
    არ არის აკრძალული
  • 3
    არ არის აკრძალული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება დაბალი სიჩქარით მოძრაობს
გაჩერება დგომა B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#886
„გაჩერება“ ნიშნავს:
  • 1
    სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას სატრანსპორტო ნაკადში
  • 2
    სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებელის მოთხოვნათა გამო
  • 3
    სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის
გაჩერება დგომა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#894
„დგომა“ ნიშნავს:

    სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტას 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის
გაჩერება დგომა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill