ბილეთების სწავლა

D კატეგორია

სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია

სულ:18 ბილეთი


#565
თუ უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივ მასაზე ნაკლებია, მისი ბუქსირება დასაშვებია:
  • 1
    მხოლოდ მოქნილი გადაბმულობით
  • 2
    მხოლოდ ხისტი გადაბმულობით
  • 3
    მხოლოდ ნაწილობრივი დატვირთვით
  • 4
    როგორც ხისტი გადაბმულობით, ასევე ნაწილობრივი დატვირთვით
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია B, B1 D T, S B+C1, Mill
#861
დაუსახლებულ პუნქტში, ნორმალური მოძრაობის პირობებში, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:
  • 1
    არა უმეტეს 4 წამისა
  • 2
    არანაკლებ 3 წამისა
  • 3
    არანაკლებ 6 წამისა
  • 4
    არა უმეტეს 9 წამისა
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია A, A1 B, B1 C D T, S Tram B+C1, Mill
#862
დასახლებულ პუნქტში, მოყინულ გზაზე, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:
  • 1
    არა უმეტეს 2 წამისა
  • 2
    არანაკლებ 4 წამისა
  • 3
    არანაკლებ 6 წამისა
  • 4
    არანაკლებ 9 წამისა
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#863
დაუსახლებულ პუნქტში, მოყინულ გზაზე, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:
  • 1
    არა უმეტეს 4 წამისა
  • 2
    არანაკლებ 6 წამისა
  • 3
    არანაკლებ 9 წამისა
  • 4
    12 წამზე ნაკლები
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#899
ჩამოთვლილიდან, რომელი შეიძლება გახდეს სატრანსპორტო საშუალებაზე უკნიდან შეჯახების მიზეზი?
  • 1
    მხოლოდ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების უეცარი და მკვეთრი დამუხრუჭება
  • 2
    მხოლოდ წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებასთან არსათანადოდ დაცული დისტანცია
  • 3
    მხოლოდ მძღოლის უყურადღებობა
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#911
“სამუხრუჭო მანძილი” არის:
  • 1
    გზაზე მოძრაობის შენელების ზოლის სიგრძე
  • 2
    კანონმდებლობით დადგენილი მაქსიმალური მანძილი, რომლის ფარგლებშიც სავალდებულოა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალების გაჩერება
  • 3
    მანძილი, რომელსაც გადის სატრანსპორტო საშუალება მუხრუჭების ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1003
ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალებით მოძრავ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მინიჭებული პრიორიტეთით სარგებლობის უფლება აქვს:
  • 1
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ არცერთ შემთხვევაში
  • 2
    ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა უთმობენ, თუ არა მას გზას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები
  • 3
    მხოლოდ მაშინ, როცა იგი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1012
რა თანამიმდევრობით უნდა გაირონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ოპერატიულ სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი?
  • 1
    ჯერ უნდა გაიაროს ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, შემდეგ - ტრამვაიმ, ბოლოს - ავტობუსმა
  • 2
    ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, ბოლოს - ავტობუსმა
  • 3
    ჯერ უნდა გაიაროს ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, შემდეგ - ავტობუსმა, ბოლოს - ტრამვაიმ
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია D
#1085
მკვეთრი დამუხრუჭებით სატრანსპორტო საშუალების გაჩერება დასაშვებია:
  • 1
    მხოლოდ მარეგულირებლის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მოთხოვნის შემთხვევაში
  • 2
    მხოლოდ შუქნიშნის წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალების ერთობლივად ჩართვის შემთხვევაში
  • 3
    მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1285
როგორ იცვლება მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე მანძილი მისაბმელით მოძრაობისას, თუ მისაბმელს არ გააჩნია სამუხრუჭე სისტემა?
  • 1
    მცირდება
  • 2
    იზრდება
  • 3
    არ იცვლება
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია B, B1 D Tram B+C1, Mill
#1294
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას დამუხრუჭების ეფექტური ხერხია:
  • 1
    პერიოდული მკვეთრი დამუხრუჭება გამორთული გადაბმულობით
  • 2
    პერიოდული მდორე დამუხრუჭება ჩართული გადაბმულობითა და გადაცემათა კოლოფით
  • 3
    დამუხუჭება ძრავით
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1295
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა გადაცემის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს რომ:
  • 1
    რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს გადაცემა
  • 2
    რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი უნდა იყოს გადაცემა
  • 3
    გადაცემის შერჩევა დამოკიდებული არ არის დაღმართის სიმკვეთრეზე
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1304
ექსტრემალურ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას სამუხრუჭე მანძილის შემცირება მძღოლმა უნდა მოახდინოს:
  • 1
    ერთჯერადი მკვეთრი დამუხრუჭებით თვლების სრულ ბლოკირებამდე
  • 2
    თვლების ბლოკირების ზღვარზე მრავალჯერადი მკვეთრი ზემოქმედებით მუხრუჭის სატერფულზე
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1307
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდისას საბურავის გზასთან ჩაჭიდების ძალა:
  • 1
    იზრდება
  • 2
    მცირდება
  • 3
    არ იცვლება
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1381
რაზეა დამოკიდებული სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო მანძილი?
  • 1
    მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე
  • 2
    მხოლოდ გზის საფარის მდგომარეობაზე
  • 3
    მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ გარემოებაზე
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1428
ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივმა დამუხრუჭებამ გამორთული გადაბმულობით შეიძლება გამოიწვიოს:
  • 1
    საჭით მართვის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა
  • 2
    სამუხრუჭე სისტემის გადახურება და დამუხრუჭების ეფექტურობის შემცირება
  • 3
    სამუხრუჭო მანძილის შემცირება
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1695
თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია:
  • 1
    ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭება მის სრულ გაჩერებამდე
  • 2
    დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე
  • 3
    სიჩქარის გაზრდა და ავტომობილის მიმართვა მარცხენა მხარეს
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1728
თუ ავტომობილი აღჭურვილია მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით (ABS):
  • 1
    მძღოლს შეუძლია დამუხრუჭება დაიწყოს მოგვიანებით, რადგან სამუხრუჭო მანძილი მცირდება
  • 2
    მატულობს სამუხრუჭო სისტემის სიმძლავრე
  • 3
    ასეთი ავტომობილი დამუხრუჭებისას უკეთ მართვადია
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია B, B1 C C1 D D1 B+C1, Mill