ბილეთების სწავლა

D1 კატეგორია

მოძრაობის სიჩქარე

სულ:15 ბილეთი


#235
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ყველა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს 100 კმ/სთ სიჩქარით?
  • 1
    მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  • 2
    მხოლოდ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის მძღოლები
  • 3
    მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლები
  • 4
    მხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლები
მოძრაობის სიჩქარე B, B1 C C1 D1 Tram B+C1, Mill
#241
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „D“ კატეგორიის ავტობუსის მძღოლს მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში?
  • 1
    50 კმ/სთ სიჩქარით
  • 2
    60 კმ/სთ სიჩქარით
  • 3
    70 კმ/სთ სიჩქარით
  • 4
    90 კმ/სთ სიჩქარით
მოძრაობის სიჩქარე D1
#242
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „D“ კატეგორიის ავტობუსის მძღოლს მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში?
  • 1
    60 კმ/სთ სიჩქარით
  • 2
    80 კმ/სთ სიჩქარით
  • 3
    90 კმ/სთ სიჩქარით
  • 4
    110 კმ/სთ სიჩქარით
მოძრაობის სიჩქარე D1
#243
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილის მძღოლს ყვითელი ავტომობილის ბუქსირებისას დაუსახლებელ პუნქტში?
  • 1
    50 კმ/სთ სიჩქარით
  • 2
    60 კმ/სთ სიჩქარით
  • 3
    70 კმ/სთ სიჩქარით
  • 4
    90 კმ/სთ სიჩქარით
მოძრაობის სიჩქარე C C1 D D1 B+C1, Mill
#248
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „B“ კატეგორიის მაბუქსირებელი ავტომობილის მძღოლს დასახლებულ პუნქტში, გზის ამ მონაკვეთზე?
  • 1
    50 კმ/სთ სიჩქარით
  • 2
    60 კმ/სთ სიჩქარით
  • 3
    70 კმ/სთ სიჩქარით
  • 4
    90 კმ/სთ სიჩქარით
მოძრაობის სიჩქარე B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#251
ქვემოთ ჩამოთვლილი საგზაო პირობებიდან, რომელი უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას?
  • 1
    მხოლოდ ადგილის რელიეფი და მოძრაობის ინტენსიურობა
  • 2
    მხოლოდ ატმოსფერული პირობები, აგრეთვე არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა
  • 3
    მხოლოდ გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა საგზაო პირობა
მოძრაობის სიჩქარე A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#380
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში?
  • 1
    40 კმ/სთ სიჩქარით
  • 2
    60 კმ/სთ სიჩქარით
  • 3
    არა უმეტეს იმ სიჩქარით, რომელიც მითითებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს (უწყების) მიერ გაცემულ შეთანხმებაში
მოძრაობის სიჩქარე C C1 D1 T, S B+C1, Mill
#493
დღის ნათელ დროს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა სავალდებულოა:
  • 1
    სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის თანხვედრი მიმართულებით მოძრაობისას
  • 2
    სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას
  • 3
    ნებისმიერ გზაზე, ძირითადი ნაკადის როგორც საპირისპიროდ, ასევე თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისას
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
მოძრაობის სიჩქარე D D1
#540
რა მაქსიმალური სიჩქარით შეუძლია მოძრაობის გაგრძელება სატვირთო ავტომობილის მძღოლს, თუ ბუქსირება ხდება ხისტი გადაბმით?
  • 1
    50 კმ/სთ სიჩქარით
  • 2
    60 კმ/სთ სიჩქარით
  • 3
    80 კმ/სთ სიჩქარით
მოძრაობის სიჩქარე B, B1 C C1 D1 T, S Tram B+C1, Mill
#824
ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში გავლამდე, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:
  • 1
    გზა დაუთმოს მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს
  • 2
    ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
  • 3
    დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში
მოძრაობის სიჩქარე C C1 D D1 B+C1, Mill
#898
„კონსტრუქციული სიჩქარე” არის:
  • 1
    ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე
  • 2
    მოცემულ გზის მონაკვეთზე, სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი
  • 3
    სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა”- მითითებული სიჩქარე
მოძრაობის სიჩქარე A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#936
საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი“ უნდა ჩაირთოს:
  • 1
    მხოლოდ დღე-ღამის ბნელ დროს ავტომატარებლის მოძრაობისას
  • 2
    ავტომატარებლის მოძრაობისას, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – მისი გაჩერებისა და დგომის პერიოდშიც
  • 3
    მხოლოდ ავტომატარებლის მოძრაობისას არასაკმარისი ხილვადობის პერიოდში
მოძრაობის სიჩქარე C C1 D1 T, S B+C1, Mill
#972
დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიანი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ჩაირთოს:
  • 1
    ახლო განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
  • 2
    ნისლსაწინააღმდეგო ფარები
  • 3
    შორი განათების ფარები
მოძრაობის სიჩქარე C C1 D1 T, S B+C1, Mill
#982
დღის ნათელ დროს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას ჩართული უნდა იყოს:
  • 1
    საავარიო შუქსიგნალიზაცია
  • 2
    ახლო განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
  • 3
    შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
  • 4
    მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეები
მოძრაობის სიჩქარე D D1
#1158
დაარღვევს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით 90 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში?
  • 1
    დაარღვევს
  • 2
    არ დაარღვევს
მოძრაობის სიჩქარე B, B1 C D1 Tram B+C1, Mill