ბილეთების სწავლა

D კატეგორია

მოძრაობის სიჩქარე

სულ:15 ბილეთი


#225
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ყველა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს 100კმ/სთ სიჩქარით?
  • 1
    მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
  • 2
    მხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლი
  • 3
    მხოლოდ თეთრი მიკროავტობუსის მძღოლი
  • 4
    მხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და თეთრი მიკროავტობუსის მძღოლები
მოძრაობის სიჩქარე B, B1 C1 D Tram B+C1, Mill
#240
ავტომაგისტრალზე „D1E“ ქვეკატეგორიის ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს არაუმეტეს:
  • 1
    60 კმ/სთ სიჩქარით
  • 2
    70 კმ/სთ სიჩქარით
  • 3
    80 კმ/სთ სიჩქარით
  • 4
    90 კმ/სთ სიჩქარით
მოძრაობის სიჩქარე D
#243
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილის მძღოლს ყვითელი ავტომობილის ბუქსირებისას დაუსახლებელ პუნქტში?
  • 1
    50 კმ/სთ სიჩქარით
  • 2
    60 კმ/სთ სიჩქარით
  • 3
    70 კმ/სთ სიჩქარით
  • 4
    90 კმ/სთ სიჩქარით
მოძრაობის სიჩქარე C C1 D D1 B+C1, Mill
#244
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილის მძღოლს გზის ამ მონაკვეთზე?
  • 1
    60 კმ/სთ სიჩქარით
  • 2
    80 კმ/სთ სიჩქარით
  • 3
    90 კმ/სთ სიჩქარით
  • 4
    110 კმ/სთ სიჩქარით
მოძრაობის სიჩქარე D
#248
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „B“ კატეგორიის მაბუქსირებელი ავტომობილის მძღოლს დასახლებულ პუნქტში, გზის ამ მონაკვეთზე?
  • 1
    50 კმ/სთ სიჩქარით
  • 2
    60 კმ/სთ სიჩქარით
  • 3
    70 კმ/სთ სიჩქარით
  • 4
    90 კმ/სთ სიჩქარით
მოძრაობის სიჩქარე B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#251
ქვემოთ ჩამოთვლილი საგზაო პირობებიდან, რომელი უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას?
  • 1
    მხოლოდ ადგილის რელიეფი და მოძრაობის ინტენსიურობა
  • 2
    მხოლოდ ატმოსფერული პირობები, აგრეთვე არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა
  • 3
    მხოლოდ გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა საგზაო პირობა
მოძრაობის სიჩქარე A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#354
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლს დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში?
  • 1
    20 მკ/სთ სიჩქარით
  • 2
    30 მკ/სთ სიჩქარით
  • 3
    40 მკ/სთ სიჩქარით
მოძრაობის სიჩქარე A, A1 B, B1 C D Tram B+C1, Mill
#493
დღის ნათელ დროს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა სავალდებულოა:
  • 1
    სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის თანხვედრი მიმართულებით მოძრაობისას
  • 2
    სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას
  • 3
    ნებისმიერ გზაზე, ძირითადი ნაკადის როგორც საპირისპიროდ, ასევე თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისას
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
მოძრაობის სიჩქარე D D1
#824
ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში გავლამდე, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:
  • 1
    გზა დაუთმოს მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს
  • 2
    ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
  • 3
    დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში
მოძრაობის სიჩქარე C C1 D D1 B+C1, Mill
#898
„კონსტრუქციული სიჩქარე” არის:
  • 1
    ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე
  • 2
    მოცემულ გზის მონაკვეთზე, სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი
  • 3
    სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა”- მითითებული სიჩქარე
მოძრაობის სიჩქარე A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#982
დღის ნათელ დროს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას ჩართული უნდა იყოს:
  • 1
    საავარიო შუქსიგნალიზაცია
  • 2
    ახლო განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
  • 3
    შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
  • 4
    მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეები
მოძრაობის სიჩქარე D D1
#990
დასაშვებია თუ არა სქელი ნისლის, ხშირი თოვის, ძლიერი წვიმის დროს ან ანალოგიურ პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებზე და მათი მისაბმელებზე, წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით ჩართული იქნას ახლო განათების, წინა და უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები?
  • 1
    დაუშვებელია
  • 2
    დასაშვებია
მოძრაობის სიჩქარე A, A1 C D T, S B+C1, Mill
#992
იმ საჭაპნო ტრანსპორტზე, რომლის სიგანე 1 მ-ს არ აღემატება, სავალდებულოა დაყენდეს:
  • 1
    სულ მცირე ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე
  • 2
    წინ - ერთი თეთრი სინათლე და უკან - ერთი წითელი სინათლე
  • 3
    უკან, მარცხენა მხარეს, ან ცენტრში - ერთი შუქამრეკლი მოწყობილობა
მოძრაობის სიჩქარე A, A1 D T, S
#996
სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას ქვეითთა ჯგუფებმა, რომლებსაც ხელმძღვანელები მეთაურობენ ან სვლით მიდიან, მარცხენა მხრიდან უნდა იქონიონ:
  • 1
    სულ მცირე ერთი თეთრი სელექციური სინათლე წინ და ერთი თეთრი სელექციური სინათლე უკან
  • 2
    სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე წინ და ერთი წითელი სინათლე უკან ან ყვითელი შუქი წინ და უკან
  • 3
    სულ მცირე ერთი წითელი სელექციური სინათლე წინ და ერთი ყვითელი სინათლე უკან
მოძრაობის სიჩქარე A, A1 D T, S
#998
რომელი გარე სანათი ხელსაწყოები უნდა ჩართოს ავტომობილის მძღოლმა განათებულ გვირაბში მოძრაობისას?
  • 1
    საავარიო შუქსიგნალიზაცია
  • 2
    საგაბარიტო სინათლეები
  • 3
    შორი ან ახლო განათების ფარები
  • 4
    არცერთი
მოძრაობის სიჩქარე C D B+C1, Mill