ბილეთების სწავლა

B+C1, Mill კატეგორია

სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი

სულ:51 ბილეთი


#1035
დაარღვევს თუ არა სატვირთო ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ იგი საჭის მექანიზმის გაუმართაობისას სარემონტო ადგილამდე იმოძრავებს ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით?
  • 1
    არ დაარღვევს
  • 2
    დაარღვევს
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი C C1 B+C1, Mill
#1306
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შორი ნათების ფარები უნდა გამორთოს და ჩართოს ახლო ნათების ფარები:
  • 1
    ნებისმიერ შემთხვევაში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას
  • 2
    მხოლოდ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გამოჩენისას
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1314
სატრანსპორტო საშუალების რომელი გარე სანათი ხელსაწყოების ჩართვა უზრუნველყოფს გზის უკეთეს ხილვადობას დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის პირობებში?
  • 1
    შორი ნათების ფარები
  • 2
    ნისლსაწინააღმდეგო ფარები შორი ნათების ფარებთან ერთად
  • 3
    ნისლსაწინააღმდეგო ფარები ახლო ნათების ფარებთან ერთად
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1725
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, ავტომობილის რომელი კვანძის გამართულობა უნდა შეამოწმოს მძღოლმა რეგულარულად?
  • 1
    მხოლოდ საჭის მართვის მექანიზმის
  • 2
    მხოლოდ საბურავების
  • 3
    მხოლოდ გარე სანათი ხელსაწყოების
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა კვანძის
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი C C1 D D1 B+C1, Mill
#1726
სატვირთო ფურგონის სატვირთო განყოფილების საერთო ტევადობის გამოთვლისას, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი პარამეტრი არ უნდა იქნას გათვალისწინებული?
  • 1
    ფურგონის სატვირთო განყოფილების სიმაღლე
  • 2
    ავტომობილის საერთო სიგრძე
  • 3
    ფურგონის სატვირთო განყოფილების სიგანე
  • 4
    ფურგონის სატვირთო განყოფილების სიგრძე
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი C C1 B+C1, Mill
#1729
ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, რომელი უფრო სწრაფად უზრუნველყოფს მუხრუჭების ამოქმედებას?
  • 1
    ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა
  • 2
    პნევმატიური სამუხრუჭო სისტემა
  • 3
    კომბინირებული სამუხრუჭო სისტემა
  • 4
    მუხრუჭის ამოქმედების სიჩქარე არ არის დამოკიდებული სამუხრუჭო სისტემის კონსტრუქციაზე
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი C C1 D1 Tram B+C1, Mill
#1730
სატვირთო ავტომობილზე ტვირთის მოთავსებისას გათვალისწინებული უნდა იქნას:
  • 1
    მხოლოდ სიმძიმის ცენტრის მდებარეობა
  • 2
    მხოლოდ ღერძზე დატვირთვასთან დაკავშირებული მოთხოვნები
  • 3
    მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ტვირთის გადაადგილების ალბათობა
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა და გარემოება
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი C C1 B+C1, Mill
#1737
როგორ გავლენას ახდენს სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა?
  • 1
    დადებითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი აუმჯობესებს ხახუნის ძალას დისკსა და ხუნდებს შორის
  • 2
    უარყოფითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას
  • 3
    დისკებზე დიდი ოდენობის ჟანგის არსებობა გავლენას არ მოახდენს სამუხრუჭო სისტემის მუშაობაზე
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი C C1 D D1 B+C1, Mill
#1739
როგორ უნდა გამოვითვალოდ ფურგონის ტიპის ავტომობილის სატვირთო განყოფილების მოცულობა?
  • 1
    სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლეზე
  • 2
    სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლის ნახევარზე
  • 3
    სატვირთო ნაწილის სიმაღლე უნდა გავამრავლოთ მის ორმაგ სიგანეზე
  • 4
    მისი გამოთვლა შეუძლებელია
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი C1 B+C1, Mill
#1740
ქვეოთ ჩამოთვლილიდან, რომელი მსჯელობაა მცდარი?
  • 1
    საყარი ტვირთი ისე უნდა იქნას დატვირთული, რომ მისი ტრანსპორტირებისას გამორიცხული იქნას გადმოყრის შესაძლებლობა
  • 2
    თოკები ან ჯაჭვები, რომლებიც გამოიყენება ტვირთის დამაგრებისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად არ უნდა იყოს დაჭიმული
  • 3
    ტვირთი თანაბრად უნდა იყოს განაწილებული ძარაზე
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი მსჯელობა არ არის მცდარი
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი C1 B+C1, Mill
#1741
მოყინულ გზაზე გადაადგილებისას მოცურების ალბათობის შესამცირებლად ტვირთი მიზანშეწონილია განთავსდეს:
  • 1
    არაწამყვან ღერძთან ახლოს
  • 2
    წამყვან ღერძთან ახლოს
  • 3
    თანაბრად გადანაწილდეს წამყვან და არაწამყვან ღერძებზე
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი C1 B+C1, Mill