ბილეთების სწავლა

B+C1, Mill კატეგორია

სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი

სულ:51 ბილეთი


#968
არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მოძრაობისას, ნისლსაწინააღმდეგო ფარების ჩართვა ხორციელდება:
  • 1
    საავარიო შუქსიგნალიზაციასთან ერთად
  • 2
    შორი ან ახლო განათების ფარებთან ერთად
  • 3
    მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#969
წინა საგაბარიტო სინათლეებით აღჭურვილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე და მოპედზე ასეთი სინათლეები უნდა ჩაირთოს:
  • 1
    მხოლოდ შორი განათების ფარებთან ერთად
  • 2
    მხოლოდ ახლო განათების ფარებთან ერთად
  • 3
    მხოლოდ წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად
  • 4
    როგორც შორი და ახლო განათების ფარებთან, ასევე წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#973
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მისაბმელზე:
  • 1
    დამაგრებული უნდა იყოს მხოლოდ სპეციალური შუქამრეკლი მოწყობილობა
  • 2
    ჩართული უნდა იყოს წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე
  • 3
    ჩართული უნდა იყოს მხოლოდ ერთი უკანა საგაბარიტო სინათლე
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი B, B1 C C1 D Tram B+C1, Mill
#974
თუ ავტომობილი აღჭურვილია წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ისინი უნდა იყოს:
  • 1
    თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ორი
  • 2
    წითელი ან ყვითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ოთხი
  • 3
    წითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ერთი
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#975
თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებზე ან მისაბმელზე დაყენებულია უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები, ისინი უნდა იყოს:
  • 1
    წითელი ფერის
  • 2
    თეთრი ფერის
  • 3
    ყვითელი ფერის
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C D D1 T, S Tram B+C1, Mill
#976
დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა:
  • 1
    მხოლოდ ავტობუსით ან სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას
  • 2
    მხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე
  • 3
    მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი B, B1 C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#977
თუ საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ მიანიშნებს ამის აუცილობლობაზე, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემხვედრის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ:
  • 1
    150 მეტრის მანძილზე
  • 2
    200 მეტრის მანძილზე
  • 3
    300 მეტრის მანძილზე
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C D D1 T, S Tram B+C1, Mill
#979
შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად ჩაირთოს ახლო განათების ფარები:
  • 1
    როცა თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ან გზის გასწვრივ გამავალი სანაოსნო ან სალიანდაგო გზით მოსარგებლეთა მხედველობის დაბინდვა
  • 2
    საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისას
  • 3
    თუ ხილვადობა 300 მეტრზე ნაკლებია
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C D D1 T, S Tram B+C1, Mill
#980
დღე-ღამის ბნელ დროს, დასახლებულ პუნქტში მოძრაობისას, თუ გზა საკმარისად არის განათებული:
  • 1
    უნდა ჩაირთოს საგაბარიტო სინათლეები
  • 2
    უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები
  • 3
    უნდა ჩაირთოს შორი განათების ფარები
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#981
უკუსვლის მაშუქების ჩართვა ნებადართულია:
  • 1
    მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა სატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ან აპირებს უკუსვლით მოძრაობას
  • 2
    მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა სატრანსპორტო საშუალება ამუხრუჭებს
  • 3
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი B, B1 C D D1 T, S Tram B+C1, Mill
#983
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა:
  • 1
    დასაშვებია
  • 2
    დაუშვებელია
  • 3
    დასაშვებია, მხოლოდ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებზე
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#984
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან მისი აღჭურვა დამატებითი სინათლეებით?
  • 1
    არ არის დასაშვები
  • 2
    დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C D T, S Tram B+C1, Mill
#985
დასაშვებია თუ არა ერთსა და იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე ერთნაირი დანიშნულებისა და ერთსა და იმავე მხარეს მიმართული სხვადასხვა ფერის ფარების დაყენება?
  • 1
    დასაშვებია
  • 2
    დაუშვებელია
  • 3
    დასაშვებია მხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილზე
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C1 D1 T, S Tram B+C1, Mill
#986
დასახლებულ პუნქტში ფარა-პროჟექტორით და ფარა-მაძიებლით სარგებლობა შეუძლია:
  • 1
    მხოლოდ სახიფათო ტვირთის გადამტანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს
  • 2
    ნებისმიერ მძღოლს, სურვილის შემთხვევაში
  • 3
    მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C D T, S Tram B+C1, Mill
#987
ფარა-პროჟექტორით და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია:
  • 1
    დასახლებულ პუნქტში ცალხრივ მოძრაობიან გზის სავალ ნაწილზე
  • 2
    მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალება
  • 3
    დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია, შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C1 D1 T, S Tram B+C1, Mill
#988
სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გაჩერდნენ ან იმყოფებოდნენ სადგომზე რაიმე სახის გარე სანათი ხელსაწყოების ჩაურთველად:
  • 1
    მხოლოდ იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე
  • 2
    მხოლოდ სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა
  • 3
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C D T, S Tram B+C1, Mill
#989
დასახლებულ პუნქტებში წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ნაცვლად შეიძლება ჩართულ იქნეს პარკირების ნათურები იმ პირობით, რომ:
  • 1
    სატრანსპორტო საშუალების სიგრძე არ აღემატება 6 მეტრს, სიგანე - 2 მეტრს
  • 2
    სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია მისაბმელი
  • 3
    დაცულია ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პირობა
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი B, B1 C1 D1 T, S Tram B+C1, Mill
#991
ხელით გადასაადგილებელ ურიკებს, რომელთა სიგანე ერთ მეტრს აღემატება, უნდა ჰქონდეს, სულ მცირე:
  • 1
    ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე და ერთი უკანა წითელი სინათლე
  • 2
    მხოლოდ ერთი წინა ყვითელი ან თეთრი სელექციური სინათლე
  • 3
    მხოლოდ ერთი უკანა წითელი სინათლე
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი B, B1 C1 D1 Tram B+C1, Mill
#993
საჭაპანო ტრანსპორტზე, რომლის სიგანე ერთ მეტრს აღემატება, ყველა შემთხვევაში, წინა და უკანა მხარეს თითო ფარანი უნდა განლაგდეს:
  • 1
    მარჯვენა მხარეს
  • 2
    შუაში
  • 3
    მარცხენა მხარეს
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი B, B1 C1 D1 Tram B+C1, Mill
#1034
დაარღვევს თუ არა სატვირთო ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ იგი მუშა სამუხრუჭო სისტემის გაუმართაობისას სარემონტო ადგილამდე იმოძრავებს ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით?
  • 1
    დაარღვევს
  • 2
    არ დაარღვევს
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი C C1 B+C1, Mill