ბილეთების სწავლა

A, A1 კატეგორია

სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი

სულ:41 ბილეთი


#306
იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილ შემთხვევებში უფლება აქვს შევიდეს ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილ ადგილებში, ვალდებულია:
  • 1
    მისცეს ხმოვანი სიგნალი და იმოძრაოს არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით
  • 2
    არ დაარღვევსჩართოს ახლო ნათების ფარები და ქვეითთა ყურადღების მისაპყრობად მისცეს ხმოვანი სიგნალი
  • 3
    გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე და იმოძრაოს დაბალი სიჩქარით, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#403
ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ჩართოს მარცხნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებელი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  • 1
    არ არის ვალდებული
  • 2
    ვალდებულია
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#410
მანევრის შესრულების განზრახვის თაობაზე მოხვევის შუქ-მაჩვენებლებით ან ხელით მიცემული სიგნალი მძღოლს:
  • 1
    ანიჭებს უპირატესობას
  • 2
    ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან
  • 3
    არ ანიჭებს უპირატესობას, არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#411
მძღოლის მიერ მანევრის შესრულების განზრახვის თაობაზე, შესაბამისი მოხვევის შუქ-მაჩვენებლებით სიგნალი უნდა მიეცეს:
  • 1
    მანევრის დაწყებისას და შეწყდეს მანევრის დასრულებამდე
  • 2
    დროულად, მანევრის დაწყების წინ და შეწყდეს დაუყოვნებლივ მისი დასრულებისთანავე
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C D T, S Tram B+C1, Mill
#517
მოტოციკლის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს არაუმეტეს:
  • 1
    60 კმ/სთ სიჩქარით
  • 2
    40 კმ/სთ სიჩქარით
  • 3
    20 კმ/სთ სიჩქარით
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1
#529
აკრძალულია მოტოციკლით იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გადმოშვერილია სიგანეზე ან სიგრძეზე გაბარიტებს გარეთ:
  • 1
    0,5 მეტრზე მეტად
  • 2
    არანაკლებ 0,7 მეტრით
  • 3
    არანაკლებ 1,0 მეტრით
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1
#530
გარდა შემთხვევებისა, როცა აუცილებელია ხელით მისცენ მანევრის შესრულებასთან დაკავშირებული სიგნალები, მოტოციკლის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, თუ:
  • 1
    საჭე ორივე ხელით არ უჭირავთ
  • 2
    საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1
#531
დასაშვებია თუ არა უეტლო მოტოციკლით მისაბმელის ბუქსირება?
  • 1
    დასაშვებია, ყველა იმ მისაბმელის ბუქსირება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ზე ნაკლებია
  • 2
    არ არის დაშვებული
  • 3
    დასაშვებია, მხოლოდ იმ მისაბმელის ბუქსირება, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ ტრანსპორტთან ერთად ექსპლუატაციისათვის
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1
#532
სავალდებულოა თუ არა მოტოციკლეტისა და მოპედის მძღოლებისათვის, აგრეთვე მათი მგზავრებისთვის გადაადგილებისას მოტოჩაფხუტის გამოყენება?
  • 1
    სავალდებულოა
  • 2
    არ არის სავალდებულო
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1
#538
აქვთ თუ არა უფლება ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს, საკმარისი ადგილის არსებობისას შემოუარონ გაჩერებულ ან ნელა მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს მარჯვენა მხრიდან?
  • 1
    აქვთ უფლება
  • 2
    არ აქვთ უფლება
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 D T, S
#820
ჩართული გარე სანათი ხელსაწყოების ან ღია კარების მქონე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების გასწვრივ მოძრაობისას, მძღოლმა უნდა:
  • 1
    მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაზარდოს სიჩქარე
  • 2
    გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოს გზაზე ქვეითთა და ბავშვების მოულოდნელი გამოჩენით წარმოშობილი საფრთხის თავიდან აცილება
  • 3
    შეამციროს სიჩქარე და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია, რათა გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების უეცარი დაძვრის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოს საფრთხის თავიდან აცილება
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#821
არის თუ არა ვადებული მძღოლი, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე ქვეითი ბავშვების, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ?
  • 1
    ვალდებულია
  • 2
    არ არის ვალდებული
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 C C1 D1 B+C1, Mill
#825
აქვს თუ არა უფლება მოტოციკლის მძღოლს გზაზე იმოძრაოს ისე, რომ მისი სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ ერთი თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს?
  • 1
    აქვს უფლება ნებისმიერ შემთხვევაში
  • 2
    აქვს უფლება მხოლოდ დაუსახლებულ პუნქტებში
  • 3
    არა აქვს უფლება
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1
#830
არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში, მძღოლმა უნდა:
  • 1
    ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და შეამციროს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
  • 2
    შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
  • 3
    ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და იმოძრაოს სავალი ნაწილის უკიდურეს მარცხენა მხარეს
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#930
მძღოლის მიერ მიცემული ხმოვანი სიგნალის ხანგრძლივობა:
  • 1
    უნდა იყოს არა უმეტეს 3 წამისა
  • 2
    უნდა იყოს არა უმეტეს 5 წამისა
  • 3
    არ უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს აუცილებელია
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#931
დღე-ღამის ნათელ დროს დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
  • 1
    ხმოვანი სიგნალი
  • 2
    ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
  • 3
    საავარიო შუქსიგნალიზაცია
  • 4
    ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#932
დღე-ღამის ბნელ დროს, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს:
  • 1
    ხმოვანი სიგნალი
  • 2
    ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
  • 3
    საავარიო შუქსიგნალიზაცია
  • 4
    ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#933
დასაშვებია თუ არა გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად ხმოვანი სიგნალის გამოყენება:
  • 1
    დასაშვებია, მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში
  • 2
    დასაშვებია, მხოლოდ დასახლებულ პუნქტში
  • 3
    დასაშვებია, როგორც დასახლებულ, აგრეთვე დაუსახლებელ პუნქტებში
  • 4
    დაუშვებელია
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#934
ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ ადგილას არ არის ვალდებული მძღოლი მანევრის დაწყებამდე ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი?
  • 1
    საცხოვრებელ ზონაში
  • 2
    მიმდებარე ტერიტორიაზე
  • 3
    ეზოს ტერიტორიაზე
  • 4
    ვალდებულია ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#935
დაბინდებიდან გათენებამდე, ასევე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერებისა ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები და მათი მისაბმელები აღნიშნული უნდა იყვნენ:
  • 1
    შორი განათების ფარებით
  • 2
    წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით
  • 3
    ახლო განათების ფარებით
  • 4
    წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill