ბილეთების სწავლა

D კატეგორია

საავარიო შუქური სიგნალიზაცია

სულ:19 ბილეთი


#344
სურათზე მითითებულ ადგილას, დაუსახლებელ პუნქტში, ავტომობილის გაჩერების შემთხვევაში მძღოლი:
  • 1
    ვალდებულია ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
  • 2
    ვალდებულია ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“
  • 3
    ვალდებულია ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“
  • 4
    არ არის ვალდებული ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“
საავარიო შუქური სიგნალიზაცია B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#356
სატრანსპორტო საშუალება იძულებით გაჩერებულად ითვლება, თუ:
  • 1
    მოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამო
  • 2
    მოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას
  • 3
    მოძრაობა წინასწარ განზრახულად შეწყვეტილია 5 წუთამდე
საავარიო შუქური სიგნალიზაცია A, A1 B, B1 C D T, S Tram B+C1, Mill
#491
დასახლებულ პუნქტში, მონიშნული გაჩერებიდან გამოსვლისთვის მოძრაობის განახლების შესახებ მოხვევის მაჩვენებლით მიცემული სიგნალის შემდეგ სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლები ვალდებულნი არიან:
  • 1
    ისარგებლონ უპირატესობით და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოძრაობა მიუხედავად გზაზე არსებული სიტუაციისა
  • 2
    მიიღონ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყონ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დარწმუნდებიან, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ
საავარიო შუქური სიგნალიზაცია A, A1 D D1
#569
საავარიო შუქსიგნალიზაციის არ არსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში, საბუქსირო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს:
  • 1
    საავარიო გაჩერების ნიშანი
  • 2
    მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ნიშანი
  • 3
    სხვა საფრთხეების მაჩვენებელი ნიშანი
საავარიო შუქური სიგნალიზაცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#897
„იძულებითი გაჩერება“ ნიშნავს:
  • 1
    სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო
  • 2
    სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო
საავარიო შუქური სიგნალიზაცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#964
საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია:
  • 1
    შეანელოს სიჩქარე, რაც შეიძლება სწრაფად გადაეწყოს უკიდურეს მარჯვენა მოძრაობის ზოლში და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს
  • 2
    ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნოს შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აღნიშნული პრობლემის შესახებ
  • 3
    მოძრაობის ზოლის შეუცვლელად შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. მოძრაობის აღდგენა დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრულად აღდგენის შემდეგ
  • 4
    ჩართოს შორი განათების ფარები
საავარიო შუქური სიგნალიზაცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1030
სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობისას) ჩართოს:
  • 1
    მიმდებარე ტერიტორიიდან საავტომობილო გზაზე გასვლისას
  • 2
    თუ ავარიაში მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა გზის სავალი ნაწილიდან დაუყოვნებლივ შეუძლებელია
  • 3
    უკუსვლით მოძრაობისას
საავარიო შუქური სიგნალიზაცია A, A1 B, B1 C D T, S Tram B+C1, Mill
#1032
სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობისას) ჩართოს:
  • 1
    ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას
  • 2
    გზაჯვარედინის მიღმა, მობრუნებისას
  • 3
    შემხვედრი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების სინათლით თვალის მოჭრის დროს, თუ იგი იძულებულია გაჩერდეს
საავარიო შუქური სიგნალიზაცია A, A1 B, B1 C D T, S Tram B+C1, Mill
#1038
იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია და სადაც სხვა მძღოლები ვერ შესძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას, მძღოლმა მოციმციმე წითელი ფარანი (ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას:
  • 1
    მხოლოდ საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ
  • 2
    მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საავარიო შუქსიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
  • 3
    როგორც საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
საავარიო შუქური სიგნალიზაცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1039
დასახლებულ პუნქტში, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი (ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გამოდგას არანაკლებ:
  • 1
    5 მეტრის მანძილზე
  • 2
    10 მეტრის მანძილზე
  • 3
    15 მეტრის მანძილზე
საავარიო შუქური სიგნალიზაცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1040
დაუსახლებულ პუნქტში, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია, მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი (ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გამოდგას არანაკლებ:
  • 1
    15 მეტრის მანძილზე
  • 2
    20 მეტრის მანძილზე
  • 3
    30 მეტრის მანძილზე
საავარიო შუქური სიგნალიზაცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1041
იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, საავარიო გაჩერების ნიშანისა და მოციმციმე წითელი ფარნის არ არსებობის შემთხვევაში:
  • 1
    მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება აუცილებელი არ არის
  • 2
    მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავისი ეფექტური საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება
საავარიო შუქური სიგნალიზაცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1042
ავარიაში მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა გზის სავალი ნაწილიდან შეუძლებელია და წარმოადგენს დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა უნდა:
  • 1
    დაუყონებლივ გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი მხედველობის პირობებში - მოციმციმე წითელი ფარანი
  • 2
    ჩართოს საგაბარიტო სინათლეები
საავარიო შუქური სიგნალიზაცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1045
ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი სურათზე მითითებულ ადგილას იძულებით გაჩერების შემთხვევაში?
  • 1
    ვალდებულია ჩართოს მხოლოდ საავარიო შუქური სიგნალიზაცია
  • 2
    ვალდებულია მხოლოდ გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი ავტომობილის უკან, 15 მეტრის მანძილზე
  • 3
    არ არის ვალდებული
საავარიო შუქური სიგნალიზაცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1047
მოცემულ სიტუაციაში არღვევს თუ არა მძღოლი იძულებით გაჩერებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, თუ გაუმართავი ავტომობილის დაუყოვნებლივი გაყვანა გზიდან შეუძლებელია?
  • 1
    არღვევს
  • 2
    არ არღვევს
საავარიო შუქური სიგნალიზაცია B, B1 C C1 D D1 Tram B+C1, Mill
#1049
ავტომაგისტრალზე ტექნიკური გაუმართაობის გამო იძულებით გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია:
  • 1
    მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია - ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მასი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები
  • 2
    დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ტექნიკური სერვისის სამსახურს, ხოლო მისი წარმომადგენლის მოსვლამდე, გაიყვანოს სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლში, ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ახლო განათების ფარები
საავარიო შუქური სიგნალიზაცია B, B1 C C1 D D1 Tram B+C1, Mill
#1086
თუ საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და წარმოადგენს დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის, მაშინ ასეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ჩართოს:
  • 1
    ახლო ან შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
  • 2
    საავარიო შუქსიგნალიზაცია
  • 3
    ხმოვანი სიგნალი
საავარიო შუქური სიგნალიზაცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1087
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებაზე საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა:
  • 1
    ჩართოს შორი განათების ფარები
  • 2
    ჩართოს ხმოვანი სიგნალი
  • 3
    გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი, ხოლო არასაკმარისი მხედველობის პირობებში - მოციმციმე წითელი ფარანი
საავარიო შუქური სიგნალიზაცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1088
არასაკმარისი მხედველობის პირობებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებაზე საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა:
  • 1
    გამოდგას მოციმციმე წითელი ფარანი, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტური საშუალებებით მოახლოებული მძღოლთა დროული გაფრთხილება
  • 2
    ჩართოს უკანა საგაბარიტო სინათლეები
  • 3
    ჩართოს წინა და უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები
საავარიო შუქური სიგნალიზაცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill