ბილეთების სწავლა

კატეგორია

მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია

სულ:81 ბილეთი




#917
“ღერძზე დატვირთვა” არის:
  • 1
    სატრანსპორტო საშუალების ფაქტიური მასის ნაწილი, რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას
  • 2
    ქარხანა-დამამზადებელის მიერ დადგენილი ღერძზე დაწოლის მაქსიმალური მასა, რომელთა ჯამი განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების სრული მასის ზღვარს
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია C C1 D1 B+C1, Mill
#918
„შეზღუდული ხილვადობა“ არის:
  • 1
    გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება
  • 2
    გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#919
“მგზავრი” არის:
  • 1
    პირი, რომელიც უშუალოდ მართავს სატრანსპორტო საშუალებას
  • 2
    პირი, რომელიც გადასაადგილებლად იყენებს გორგოლაჭებს
  • 3
    პირი, რომელიც იმყოფება ან ადის სატრანსპორტო საშუალებაში (სატრანსპორტო საშუალებაზე) ან ჩამოდის სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ მართავს მას
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია B, B1 C1 D1 Tram B+C1, Mill
#920
ქვემოდ ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებიდან, რომელია “მექანიკური სატრანსპორტო საშუალება”?
  • 1
    ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი
  • 2
    მოპედი და მასთან გათანაბრებული სატრანსპორტო საშუალებები
  • 3
    ტრამვაი
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილთაგან არცერთი
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#921
“მსუბუქი ავტომობილი” არის:
  • 1
    3500 კგ-მდე სრული მასის მქონე ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, მაგრამ არ აღემატება 12-ს
  • 2
    3000 კგ-მდე დაუტვირთავი მასის მქონე ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს
  • 3
    3500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია B, B1 T, S Tram B+C1, Mill
#922
„მსუბუქი მისაბმელი“ არის:
  • 1
    მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს
  • 2
    მისაბმელი, რომლის დაუტვირთავი წონა არ აღემატება 850 კგ-კგ
  • 3
    მისაბმელი, რომლის სრული მასა არ აღემატება 950 კგ-ს
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#923
ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ შემთხვევაში მიიჩნევა სატრანსპორტო საშუალება რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე „საერთაშორისო მოძრაობა“-ში მყოფად;
  • 1
    მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ამ სახელმწიფოს გარეთ აქვს
  • 2
    მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ არის რეგისტრირებული ამ სახელმწიფოში
  • 3
    მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ქვეყანაში შემოტანილია დროებით, მაგრამ არა უმეტეს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი ვადისა
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#924
“სატრანსპორტო საშუალება” არის:
  • 1
    გზაზე მოძრავი ან მასზე სამოძრაოდ განკუთვნილი, მხოლოდ ის ძრავიანი მოწყობილობა რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად
  • 2
    გზაზე მოძრავი ან მასზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც გადაადგილდება ძრავის ან სხვა ძალის გამოყენებით
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#925
სატრანსპორტო საშუალების “სრული მასა” არის:
  • 1
    სატრანსპორტო საშუალების მასა ეკიპაჟის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
  • 2
    მოცემული დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების, ეკიპაჟისა და მგზავრების მასა
  • 3
    ტვირთით, ეკიპაჟითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი
  • 4
    სატრანსპორტო საშუალების მასის ნაწილი, რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#939
თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე დატვირთვის განსაზღვრისას, სატრანსპორტო საშუალების განივ ჭრილში ერთ ხაზზე განლაგებული, კონსტრუქციულად განცალკევებული ღერძები განიხილება, როგორც:
  • 1
    დამოუკიდებელი ღერძები
  • 2
    ერთი მთლიანი ღერძი
  • 3
    ერთი მთლიანი ღერძი - არაწამყვანი ღერძის შემთხვევაში, დამოუკიდებული ღერძები - წამყვანი ღერძის შემთხვევაში
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია C C1 D1 B+C1, Mill
#949
იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება:
  • 1
    გამყოფი ზოლის მარცხნივ არსებული სავალი ნაწილი
  • 2
    გამყოფი ზოლის მარჯვნივ არსებული სავალი ნაწილი
  • 3
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#961
თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფარის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ ის იმყოფება:
  • 1
    მეორეხარისხოვან გზაზე
  • 2
    მთავარ გზაზე
  • 3
    ავტომაგისტრალთან გათანაბრებულ გზაზე
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#962
თუ გზაზე საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებული დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებულ საგზაო ნიშნის მოთხოვნებს მძღოლი ვალდებულია შეასრულოს:
  • 1
    სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის მოთხოვნები
  • 2
    საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებული დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1053
გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში ავტომობილზე თავსდება საქარე მინის:
  • 1
    ქვედა მარცხენა კუთხეში
  • 2
    ქვედა მარჯვენა კუთხეში
  • 3
    ზედა მარცხენა კუთხეში
  • 4
    ზედა მარჯვენა კუთხეში
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია B, B1 C D B+C1, Mill
#1056
იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა:
  • 1
    ქარხანა-დამამზადებლის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სრული მასის ზღვარი
  • 2
    ტვირთის გადამზიდველის ან ექსპედიტორის მიერ ზედნადებით განსაზღვრული მასა
  • 3
    სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია B, B1 C1 D T, S Tram B+C1, Mill
#1059
აკრძალულია თუ არა გზაზე მოძრაობა იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომლის ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას?
  • 1
    არ არის აკრძალული, თუ იგი ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ აღემატებოდეს 11,5 ტონას
  • 2
    არ არის აკრძალული, თუ იგი ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც გზაზე მოძრაობს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდგომ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად
  • 3
    აკრძალულია ნებისმიერ შემთხვევაში
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია B, B1 C D T, S Tram B+C1, Mill
#1089
მოტოციკლის, ავტობუსის, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მართვა შეუძლია მხოლოდ იმ პირს:
  • 1
    რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებს
  • 2
    რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი
  • 3
    რომელიც აკმაყოფილებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა პირობას
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1091
„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა:
  • 1
    აღემატება 4 500კგ-ს
  • 2
    აღემატება 3 500კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 4 500კგ-ს
  • 3
    არ აღემატება 3 500 კგ-ს
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია B, B1 B+C1, Mill
#1092
„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს არა უმეტეს 3 500 კგ-ს ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მსუბუქი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა:
  • 1
    არ აღემატება 8-ს
  • 2
    აღემატება 16-ს
  • 3
    აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია B, B1 Tram B+C1, Mill
#1093
აქვს თუ არა უფლება „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს მართოს „B“ კატეგორიის ავტომობილი მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს?
  • 1
    არ აქვს უფლება
  • 2
    აქვს უფლება
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია B, B1 Tram B+C1, Mill