ბილეთების სწავლა

C1 კატეგორია

მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია

სულ:58 ბილეთი


#37
მოცემული საცნობი ნიშნებიდან რომელია საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების „მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი“?
  • 1
    I
  • 2
    II
  • 3
    III
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#62
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა მძღოლს ეკრძალება
  • 1
    მხოლოდ შესაბამისი მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში
  • 2
    მხოლოდ შესაბამისი მართვის უფლების ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში
  • 3
    როგორც შესაბამისი მართვის უფლების შეჩერების, აგრეთვე ამ უფლების ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#123
ვალდებულია თუ არა მძღოლი გაიაროს შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, თუ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია?
  • 1
    არ არის ვალდებული
  • 2
    ვალდებულია
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#125
საქართველოს ტერიტორიაზე მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის და მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი, თუ მათში ასახული მონაცემები:
  • 1
    შესრულებული არ არის ქართული ასოებით, მაგრამ შესრულებულია ლათინური ასოებით
  • 2
    შესრულებული არ არის ლათინური ასოებით, მაგრამ შესრულებულია ქართული ასოებით
  • 3
    შესრულებული არ არის ქართული ან ლათინური ასოებით
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#130
მესაკუთრის არყოფნის შემთხვევაში, მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლისას, სადაც საქართველოს იურიდიქცია არ ვრცელდება, ვალდებულია თუ არა მძღოლი თან იქონიოს მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის, სარგებლობის ან განკარგვის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი?
  • 1
    ვალდებულია
  • 2
    არ არის ვალდებული
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#133
საერთაშორისო მოძრაობაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმებით (AETR) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოს:
  • 1
    მხოლოდ ტექნიკურად გამართული ტაქოგრაფით მოძრაობა
  • 2
    მხოლოდ შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა
  • 3
    როგორც ტექნიკურად გამართული ტაქოგრაფით მოძრაობა, ასევე შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია C C1 D D1 B+C1, Mill
#260
თუ გადასასვლელზე არ არსებობს ან არ მუშაობს ქვეითებისთვის განკუთვნილი შუქნიშანი, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა სატრანსპორტო შუქნიშნის მეშვეობით რეგულირდება, ქვეითი გზის სავალ ნაწილზე არ უნდა გადავიდეს:
  • 1
    მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, მისი სიჩქარის განსაზღვრისა და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნებამდე
  • 2
    ვიდრე შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ამ სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის უფლებას იძლევა
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#335
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია:
  • 1
    მხოლოდ მიიღოს საჭირო ზომები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
  • 2
    მხოლოდ მოერიდოს შემთხვევის ადგილზე რაიმეს შეცვლას ან იმ ნაკვალევის განადგურებას, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პასუხისმგებლობის დასადგენად
  • 3
    მხოლოდ ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები
  • 4
    შეასრულოს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა ქმედება
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C1 D1 Tram B+C1, Mill
#390
რამდენი სავალი ნაწილი აქვს მოცემულ გზას?
  • 1
    ერთი
  • 2
    ორი
  • 3
    სამი
  • 4
    ოთხი
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#391
რამდენი სავალი ნაწილი აქვს მოცემულ გზას?
  • 1
    ერთი
  • 2
    ორი
  • 3
    სამი
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#878
ქვეითთა გადასასვლელზე შესვლამდე მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ:
  • 1
    გადასასვლელის ზედპირი არ არის მოყინული
  • 2
    გადასასვლელზე საპირისპირო მიმართულებიდან არ მოძრაობს სხვა სატრანსპორტო საშუალება
  • 3
    იძულებული არ გახდება გაჩერდეს მასზე
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#879
უპირატესობა (პრიორიტეტი) არის:
  • 1
    საგზაო მოძრაობის მონაწილის ვალდებულება არ განახორციელოს მანევრი, თუკი ეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს იძულებულს გახდის უეცრად შეცვალოს სიჩქარე ან მიმართულება
  • 2
    საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#881
“ავტომატარებელი” არის:
  • 1
    ავტობუსის 1200 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია
  • 2
    სატვირთო ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია
  • 3
    მსუბუქი ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია C C1 D1 B+C1, Mill
#882
“ავტომზიდი” არის:
  • 1
    ნებისმიერი 12 000 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მისაბმელთან ერთად ექსპლუატაციისათვის
  • 2
    სატვირთო ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სახიფათო ტვირთის გადასაზიდად
  • 3
    სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ავტომობილისა და თვლიანი მსუბუქი ტრაქტორის გადასაზიდად
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია C C1 B+C1, Mill
#883
„არასაკმარის ხილვადობად“ ითვლება გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს, გზის ხილვადობის შემცირება:
  • 1
    300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე
  • 2
    500 მეტრზე ნაკლებ მანძილზე
  • 3
    600 მეტრზე ნაკლებ მანძილზე
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#884
„გამყოფი ზოლი“ არის:
  • 1
    გზის ნაწილი, რომელიც ჩვეულებრივ ურელსო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის გამოიყენება
  • 2
    გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს გზის სავალი ნაწილი
  • 3
    კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#887
გარდა სავალი ნაწილისა, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელ ელემენტს შეიძლება მოიცავდეს გზა?
  • 1
    მხოლოდ ტრამვაის ლიანდაგს და ტროტუარს
  • 2
    მხოლოდ გვერდულას და გამყოფ ზოლს
  • 3
    მხოლოდ ველობილიკს
  • 4
    როგორც ტრამვაის ლიანდაგს, ასევე ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#888
„გზაჯვარედინი“ არის:
  • 1
    ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით
  • 2
    მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელებისა და გზების კვეთა
  • 3
    სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილების კვეთა
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#891
„დასახლებული პუნქტი“ არის:
  • 1
    ნებისმიერი ტერიტორია, რომელზეც დასახლებულია ხალხი
  • 2
    ნებისმიერი გზა, რომელიც განკუთვნილია ქვეითთა ინტენსიური მოძრაობისათვის
  • 3
    განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#892
„დატვირთული მასა“ არის:
  • 1
    სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგითა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტით
  • 2
    ქარხანა-დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
  • 3
    მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill