ბილეთების სწავლა

კატეგორია

მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია

სულ:81 ბილეთი


#37
მოცემული საცნობი ნიშნებიდან რომელია საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების „მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი“?
  • 1
    I
  • 2
    II
  • 3
    III
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#62
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა მძღოლს ეკრძალება
  • 1
    მხოლოდ შესაბამისი მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში
  • 2
    მხოლოდ შესაბამისი მართვის უფლების ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში
  • 3
    როგორც შესაბამისი მართვის უფლების შეჩერების, აგრეთვე ამ უფლების ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#123
ვალდებულია თუ არა მძღოლი გაიაროს შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, თუ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია?
  • 1
    არ არის ვალდებული
  • 2
    ვალდებულია
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#125
საქართველოს ტერიტორიაზე მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის და მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი, თუ მათში ასახული მონაცემები:
  • 1
    შესრულებული არ არის ქართული ასოებით, მაგრამ შესრულებულია ლათინური ასოებით
  • 2
    შესრულებული არ არის ლათინური ასოებით, მაგრამ შესრულებულია ქართული ასოებით
  • 3
    შესრულებული არ არის ქართული ან ლათინური ასოებით
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#130
მესაკუთრის არყოფნის შემთხვევაში, მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლისას, სადაც საქართველოს იურიდიქცია არ ვრცელდება, ვალდებულია თუ არა მძღოლი თან იქონიოს მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის, სარგებლობის ან განკარგვის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი?
  • 1
    ვალდებულია
  • 2
    არ არის ვალდებული
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#133
საერთაშორისო მოძრაობაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმებით (AETR) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოს:
  • 1
    მხოლოდ ტექნიკურად გამართული ტაქოგრაფით მოძრაობა
  • 2
    მხოლოდ შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა
  • 3
    როგორც ტექნიკურად გამართული ტაქოგრაფით მოძრაობა, ასევე შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია C C1 D D1 B+C1, Mill
#204
მგზავრს ეკრძალება:
  • 1
    მხოლოდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ყურადღების სხვა რამეზე გადატანა
  • 2
    მხოლოდ მძღოლისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვაში ხელის შეშლა
  • 3
    როგორც მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, ასევე მძღოლისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვაში ხელის შეშლა
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C D T, S Tram B+C1, Mill
#208
სავალ ნაწილზე გადაადგილებისას ქვეითმა:
  • 1
    მხოლოდ უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე
  • 2
    მხოლოდ უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს და არ უნდა გააძნელოს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა
  • 3
    როგორც უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, ასევე უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს და არ უნდა გააძნელოს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C D Tram B+C1, Mill
#214
შეიძლება თუ არა ქვეითი გადაადგილდეს გზის სავალ ნაწილზე ქვეითთა ბილიკის, ტროტუარისა და გზისპირის არარსებობის ან მათი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში?
  • 1
    შეიძლება, ამასთან გზის სავალ ნაწილზე გადაადგილებისას იგი უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს
  • 2
    არ შეიძლება
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 C D B+C1, Mill
#260
თუ გადასასვლელზე არ არსებობს ან არ მუშაობს ქვეითებისთვის განკუთვნილი შუქნიშანი, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა სატრანსპორტო შუქნიშნის მეშვეობით რეგულირდება, ქვეითი გზის სავალ ნაწილზე არ უნდა გადავიდეს:
  • 1
    მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, მისი სიჩქარის განსაზღვრისა და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნებამდე
  • 2
    ვიდრე შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ამ სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის უფლებას იძლევა
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#263
გზაჯვარედინზე ქვეითთა გადასასვლელის არარსებობის შემთხვევაში, ქვეითმა გზის სავალი ნაწილი უნდა გადაკვეთოს:
  • 1
    მხოლოდ დასახულ ადგილამდე უმოკლესი ტრაექტორიით
  • 2
    მხოლოდ ტროტუარის ან გვერდულის გასწვრივ
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C D Tram B+C1, Mill
#334
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია:
  • 1
    მხოლოდ დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება
  • 2
    მხოლოდ ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
  • 3
    როგორც დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება, ასევე ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C D T, S Tram B+C1, Mill
#335
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია:
  • 1
    მხოლოდ მიიღოს საჭირო ზომები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
  • 2
    მხოლოდ მოერიდოს შემთხვევის ადგილზე რაიმეს შეცვლას ან იმ ნაკვალევის განადგურებას, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პასუხისმგებლობის დასადგენად
  • 3
    მხოლოდ ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები
  • 4
    შეასრულოს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა ქმედება
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C1 D1 Tram B+C1, Mill
#390
რამდენი სავალი ნაწილი აქვს მოცემულ გზას?
  • 1
    ერთი
  • 2
    ორი
  • 3
    სამი
  • 4
    ოთხი
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#391
რამდენი სავალი ნაწილი აქვს მოცემულ გზას?
  • 1
    ერთი
  • 2
    ორი
  • 3
    სამი
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#471
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დატოვებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს:
  • 1
    მხოლოდ იმ გარემოებაში, რომ მიიღო სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
  • 2
    მხოლოდ იმ გარემოებაში, რომ მიიღო ყველა ზომა, რათა მექანიკური სატრაბნსპორტო საშუალება უნებართვოდ არ იქნეს გამოყენებული
  • 3
    რომ მიიღო სიფრთხილის ყველა აუცილებელ ზომა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, ასევე ყველა ზომა რათა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება უნებართვოდ არ იქნეს გამოყენებული
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C D T, S Tram B+C1, Mill
#878
ქვეითთა გადასასვლელზე შესვლამდე მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ:
  • 1
    გადასასვლელის ზედპირი არ არის მოყინული
  • 2
    გადასასვლელზე საპირისპირო მიმართულებიდან არ მოძრაობს სხვა სატრანსპორტო საშუალება
  • 3
    იძულებული არ გახდება გაჩერდეს მასზე
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#879
უპირატესობა (პრიორიტეტი) არის:
  • 1
    საგზაო მოძრაობის მონაწილის ვალდებულება არ განახორციელოს მანევრი, თუკი ეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს იძულებულს გახდის უეცრად შეცვალოს სიჩქარე ან მიმართულება
  • 2
    საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#880
„ავტობუსი’’ არის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია:
  • 1
    მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება
  • 2
    მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება
  • 3
    ტვირთის გადასაზიდად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 12 000 კგ-ს
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია D D1
#881
“ავტომატარებელი” არის:
  • 1
    ავტობუსის 1200 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია
  • 2
    სატვირთო ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია
  • 3
    მსუბუქი ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია C C1 D1 B+C1, Mill