მარეგულირებლის სიგნალები

სიგნალი #1

ორივე ხელი განზე ან ჩამოშვებული

ზურგის მხრიდან მომავალი:

ყველა ავტომობილი ჩერდება (ქვეითები გადადიან ზურგის და მკერდის პარალელურად)

მკერდის მხრიდან მომავალი:

ყველა ავტომობილი ჩერდება (ქვეითები გადადიან ზურგის და მკერდის პარალელურად)

გვერდებიდან (ხელების მხრიდან) მომავალი:

ყველა ავტომობილი მიდის მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ, ტრამვაი მიდის მხოლოდ პირდაპირ

სიგნალი #2

მარჯვენა ხელი წინ

მარჯვენა ხელის მხრიდან მომავალი:

ყველა ავტომობილი ჩერდება

ზურგის მხრიდან მომავალი:

ყველა ავტომობილი ჩერდება (ქვეითები გადადიან ზურგის პარალელურად)

მკერდის მხრიდან მომავალი:

ყველა ავტომობილი მიდის მხოლოდ მარჯვნივ

მარცხენა (ჩამოწეული) ხელის მხრიდან მომავალი:

ტრამვაი მიდის მხოლოდ მარცხნივ,ყველა სხვა ავტომობილი — ნებისმიერი მიმართულებით

სიგნალი #3

მარჯვენა ხელი მაღლა

ოთხივე მხრიდან მომავალი:

ყველა ავტომობილი ჩერდება ყველა ქვეითი ჩერდება პატრულის, სახანძროს, სასწრაფოს მანქანებიც ჩერდება

მაგალითები გზაჯვარედინზე:

ავტომობილები ტრამვაი ქვეითები
ავტომობილები ტრამვაი ქვეითები
ავტომობილები ტრამვაი ქვეითები