ბილეთების სწავლა

A, A1 კატეგორია

ყველა ბილეთი

სულ:864 ბილეთი


#1716
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს:
  • 1
    სიტყვიერ გაფრთხილებას
  • 2
    დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით
  • 3
    დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1718
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის შედეგად, რასაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, იწვევს:
  • 1
    ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით
  • 2
    დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
  • 3
    დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 B+C1, Mill
#1719
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის შედეგად, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, იწვევს:
  • 1
    დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით
  • 2
    დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას
  • 3
    დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1720
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის წესის, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნის დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას გამოიწვევს:
  • 1
    სიტყვიერ გაფრთხილებას
  • 2
    დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
  • 3
    დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1721
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა გამოიწვევს:
  • 1
    დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით
  • 2
    დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
  • 3
    სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 15 დღემდე ვადით
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 B+C1, Mill
#1723
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა გამოიწვევს:
  • 1
    სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით
  • 2
    დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
  • 3
    დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 თვის ვადით
ადმინისტრაციული კანონი A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1731
მოტოჩაფხუტზე ბზარის გაჩენის შემთხვევაში, მძღოლმა უნდა:
  • 1
    მოტოჩაფხუტის ქვეშ დაიხუროს ნაჭრის ქუდი
  • 2
    ბზარი დააწებოს და მოტოჩაფხუტი გადაღებოს
  • 3
    შეიძინოს ახალი მოტოჩაფხუტი, რადგან ძველი ვეღარ უზრუნველყოფს დაცვას
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1
#1732
გზაზე მყოფ ძაღლის სიახლოვეს გამავალმა მოტოციკლის მძღოლმა უნდა:
  • 1
    გაითვალისწინოს რომ ყველა ძაღლს ეშინია მოძრავი სატრანსპორტო საშუალების, რის გამოც იგი აგრესიას არ გამოამჟღავნებს
  • 2
    გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან ძაღლმა შესაძლოა გამოამჟღავნოს აგრესია და გამოიწიოს მისი მიმართულებით
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1
#1733
ასფალტის საფარის მქონე გზიდან ღორღიან გზაზე გასვლისას, მოტოციკლის მძღოლმა უნდა:
  • 1
    შეწყვიტოს მოძრაობა, რადგან ღორღიან გზაზე აკრძალულია მოტოციკლით მოძრაობა
  • 2
    გაზარდოს მოძრაობის სიჩქარე, რათა ნაკლებად საგრძნობი გახდეს გზის საფარის გავლენა საჭეზე
  • 3
    შეარჩიოს შესაბამისი მოძრაობის სიჩქარე და მოერიდოს მკვეთრ მოძრაობებს
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1
#1734
მოტოციკლის წინა მუხრუჭი უკანა მუხრუჭზე ეფექტურია, რადგან:
  • 1
    წინა მუხრუჭი მოქმედებაში მოგვყავს ხელით
  • 2
    მოტოციკლის წინა საბურავი უკანაზე ვიწროა
  • 3
    დამუხრუჭების დროს იცვლება ღერძებზე დატვირთვის გადანაწილება და მეტი დატვირთვა მოდის წინა საბურავზე
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პასუხი სწორია
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1
#1735
მოტოციკლის საბურავებში დაბალმა ჰაერის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:
  • 1
    მხოლოდ პროტექტორის კიდეების არათანაბარი ცვეთა
  • 2
    მხოლოდ მოტოციკლის მართვადობის გაუარესება
  • 3
    ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1
#1736
შესაძლებელია თუ არა, ავტომატარებლის მოძრაობისაგან გამოწვეულმა ჰაერის ტალღამ დაბრკოლება შეუქმნას მოტოციკლის მართვას?
  • 1
    შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომატარებელი მოძრაობს საპირისპირო მიმართულებიდან
  • 2
    შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომატარებელი ახორციელებს თანმხვედრი მიმართულებით მოტოციკლის გასწრებას
  • 3
    შესაძლებელია ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი A, A1
#1738
საავტომობილო ზეთი ნიადაგში მოხვედრისას:
  • 1
    მალევე ორთქლდება და არ აბინძურებს გარემოს
  • 2
    იშლება წვრილ ნაწილაკებად, რის გამოც გავლენას არ ახდენს ეკოლოგიაზე
  • 3
    იწვევს ნიადაგისა და გრუნტის წყლების ხანგრძლივ დაბინძურებას
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 B+C1, Mill
#1742
რა უნდა გვახსოვდეს მავნე ნივთიერებებისგან გარემოს დასაცავად?
  • 1
    უნდა მოვერიდოთ სატრანსპორტო საშუალების დგომას ჩართული ძრავით
  • 2
    მოძრაობის დროის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ინტენსიური აჩქარებით და მკვეთრად დამუხრუჭებით
  • 3
    სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
ეკო-მართვა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1743
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საწვავის გაზრდილი ხარჯი და მავნე ნივთიერებების მომატებული გამოყოფა, დროულად უნდა გამოვცვალოთ:
  • 1
    ძრავის ჰაერის ფილტრი
  • 2
    მგზავრთა სალონის ვენტილაციის ფილტრი
  • 3
    საქარე მინის მინასაწმენდები
ეკო-მართვა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1744
რას იწვევს საბურავებში რეკომენდებულ დონეზე ქვემოთ ჰაერის წნევის შემცირება?
  • 1
    ზრდის საწვავის მოხმარებას
  • 2
    ამცირებს საბურავების ცვეთას
  • 3
    ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას
ეკო-მართვა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1745
როდის უნდა გავთიშოთ ძრავი საწვავის ეკონომიისა და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით?
  • 1
    როდესაც შეფერხებული მოძრაობის პირობებში გვიწევს დიდი ხნით დგომა
  • 2
    როდესაც ვმოძრაობთ დაღმართზე
  • 3
    როდესაც ვჩერდებით "სდექ" ნიშანთან
ეკო-მართვა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1746
სატრანსპორტო საშუალების რომელიმე აგრეგატიდან გამოჟონილი ზეთი:
  • 1
    ნიადაგზე მოხვედრის შემთხვევაში ანოყიერებს მას
  • 2
    აბინძურებს გარემოს
  • 3
    ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე
ეკო-მართვა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1747
რა უნდა გვახსოვდეს სატრანსპორტო საშუალების საწვავით გამართვისას?
  • 1
    საწვავით გამართვისას სატრანსპორტო საშუალების ძრავი უნდა მუშაობდეს უქმ სვლაზე
  • 2
    არ უნდა განვაგრძოთ საწვავის ჩასხმა მას შემდეგ, რაც საწვავის ავზის გავსების შედეგად ჩასასხმელი მოწყობილობა (პისტოლეტი) ავტომატურად გაითიშება
  • 3
    შესაძლებლობის შემთხვევაში საწვავის ავზი უნდა შევავსოთ კიდემდე
ეკო-მართვა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1748
რა შეიძლება გამოიწვიოს გამოსაბოლქვი სისტემის გაუმართაობამ?
  • 1
    საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
  • 2
    გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობის ზრდა
  • 3
    მოხმარებული საწვავის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება
ეკო-მართვა A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill