ბილეთების სწავლა

D1 კატეგორია

მოძრაობის უსაფრთხოება

სულ:99 ბილეთი




#1070
მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
  • 1
    გაუმართავია გადამუშავებული აირების გამოშვების სისტემა
  • 2
    არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული უკანა ხედვის სარკე
  • 3
    მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდი უმოქმედოა ნისლის, წვიმის ან თოვის დროს
  • 4
    უსაფრთხოების ღვედები არამუშა მდგომარეობაშია
მოძრაობის უსაფრთხოება B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1286
დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ:
  • 1
    უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
  • 2
    უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
  • 3
    ისე, როგორც რეალურადაა
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1287
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას ჩართული პირველი გადაცემით ხანგრძლივი გაქნების დროს საწვავის ხარჯი:
  • 1
    იზრდება
  • 2
    მცირდება
  • 3
    არ იცვლება
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1290
სატრანსპორტო საშუალება გადაყირავების წინააღმდეგ უფრო მდგრადია, თუ მისი სიმძიმის ცენტრი მდებარეობს:
  • 1
    დაბლა
  • 2
    მაღლა
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1296
მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავარიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე სატრანსპორტო ნაკადის:
  • 1
    სიჩქარეზე საგრძნობლად მეტია
  • 2
    სიჩქარეზე საგრძნობლად ნაკლებია
  • 3
    სიჩქარის ტოლია
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1298
მოსახვევში მოძრაობისას უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:
  • 1
    დაამუხრუჭოს და მოაბრუნოს საჭე მოცურების მხარეს
  • 2
    ოდნავ შეამციროს საწვავის მიწოდება და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს
  • 3
    ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა
მოძრაობის უსაფრთხოება B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1299
სავალ ნაწილზე ღრმა თოვლის არსებობისას, გრუნტოვან გზაზე მოძრაობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს:
  • 1
    წინასწარ შერჩეული დაბალი გადაცემით და სიჩქარით, მკვეთრი მობრუნებებისა და გაჩერებების გარეშე
  • 2
    გზის საფარის მდგომარეობის შესაბამისად გადაცემისა და სიჩქარის ცვლილებით
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1301
აღმართზე მოძრაობის დაწყების შემთხვევაში, რომელ მომენტშია მიზანშეწონილი სადგომი მუხრუჭის ბერკეტის დაშვება?
  • 1
    მოძრაობის დაწყებამდე
  • 2
    მოძრაობის დაწყების შემდეგ
  • 3
    მოძრაობის დაწყებისთან ერთდროულად
მოძრაობის უსაფრთხოება B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1305
მოსახვევში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში ცენტრიდანული ძალის მნიშვნელობა:
  • 1
    მცირდება
  • 2
    იზრდება
  • 3
    არ იცვლება
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1308
თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სწორ გზაზე მოძრაობისას მოულოდნელად მოხვდა მოლიპულ მოკლე მონაკვეთზე, მან უნდა:
  • 1
    ერთჯერადი მკვეთრი დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე
  • 2
    მრავალჯერადი მდორე დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე
  • 3
    მოძრაობის სიჩქარის შეუცვლელად გააგრძელოს მოძრაობა იმავე ტრაექტორიით
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1309
წყლის დაბრკოლების გადალახვის შემდეგ სამუხრუჭო ხუნდების დასველების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა მუხრუჭის ეფექტურობის აღსადგენად უნდა:
  • 1
    გააგრძელოს მოძრაობა და გააშროს სამუხრუჭე ხუნდები სატერფულზე ფეხის მრავალჯერადი ხანმოკლე დაჭერით
  • 2
    იმოძრაოს სადგომი მუხრუჭის ნახევრად ამოწეული ბერკეტით
  • 3
    გააგრძელოს მოძრაობა სიფრთხილით, სარემონტო ადგილამდე
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1313
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე მძღოლმა უნდა შეარჩიოს ისე, რომ გასაჩერებელი მანძილი იყოს:
  • 1
    მხედველობის არეზე მეტი
  • 2
    მხედველობის არეზე ნაკლები
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1315
დამუხრუჭებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, უნდა:
  • 1
    გამორთოს გადაბმულობა
  • 2
    შეწყვიტოს დამუხრუჭება
  • 3
    გააგრძელოს დამუხრუჭება სატერფულზე დაწოლის შეუცვლელად
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1316
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, დაუშვებელია:
  • 1
    მხოლოდ დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა
  • 2
    მხოლოდ დისკებზე ბზარების არსებობა
  • 3
    როგორც დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა, ასევე დისკებზე ბზარების არსებობა
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1326
მოსახვევში მოძრაობისას მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი წინა და მოხვევის მხარეს მოძრავი უკანა თვლებამდე მოხვევის ცენტრიდან გავლებული რადიუსების სხვაობას ეწოდება:
  • 1
    ავტომობილის მოხვევის რადიუსი
  • 2
    ავტომობილის დინამიკური დერეფანი
  • 3
    ავტომობილის დასაშვები ინტერვალი
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1426
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის როგორი სტილი უზრუნველყოფს საწვავის ნაკლებ ხარჯს?
  • 1
    მდორე აჩქარება მკვეთრი შენელებით
  • 2
    ხშირი და მკვეთრი აჩქარება მდორე შენელებით
  • 3
    მდორე აჩქარება მდორე შენელებით
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1431
მოლიპულ გზაზე, საჭის თვლის მკვეთრი მობრუნებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად ავტომობილის მძღოლმა, უნდა:
  • 1
    გამორთოს გადაბმულობა
  • 2
    ჩართული გადაბმულობით მდორედ დაამუხრუჭოს
  • 3
    სწრაფად, მაგრამ მდორედ საჭის თვალი მოაბრუნოს მოცურების მხარეს, შემდეგ საჭის თვლით გაასწოროს ავტომობილის ტრაექტორია
მოძრაობის უსაფრთხოება B, B1 C C1 D D1 B+C1, Mill
#1449
რა დადებითი მხარე აქვს სატრანსპორტო საშუალებაზე ზამთრის საბურავების გამოყენებას ზამთრის პერიოდში?
  • 1
    გამოირიცხება სატრანსპორტო საშუალების გვერდითი მოცურების საფრთხე
  • 2
    შესაძლებელი ხდება ნებისმიერ ამინდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარით
  • 3
    მცირდება მოლიპულ გზის საფარზე თვლების სრიალისა და ბუქსაობის შესაძლებლობა
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill
#1475
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რომელ შემთხვევაშია მიზანშეწონილი გვერდითი ინტერვალის გაზრდა?
  • 1
    მხოლოდ მაღალი სიჩქარით შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
  • 2
    მხოლოდ გრძელი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
  • 3
    მხოლოდ სველი, მოლიპული ან უსწორმასწორო გზის მონაკვეთზე მოძრაობისას
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 B+C1, Mill
#1577
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:
  • 1
    უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია
  • 2
    უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია
მოძრაობის უსაფრთხოება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S B+C1, Mill