ბილეთების სწავლა

Tram კატეგორია

სამედიცინო დახმარება

სულ:43 ბილეთი


#970
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ხერხემლის დაზიანება მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:
  • 1
    გვერდზე მწოლიარე მდგომარეობაში, სწორ და მაგარ ზედაპირზე
  • 2
    ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, სწორ და მაგარ ზედაპირზე
  • 3
    მჯდომარე მდგომარეობაში, სწორ და მაგარ ზედაპირზე
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1011
არტერიული სისხლდენის დროს სიცოცხლისათვის საშიში სისხლის რაოდენობა შეიძლება დაიკარგოს:
  • 1
    2-5 წთ-ის განმავლობაში
  • 2
    5-10 წთ-ის განმავლობაში
  • 3
    10-15 წთ-ის შემდეგ
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1023
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კანის საფარველისა და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა:
  • 1
    ჭრილობაზე მოესხას იოდის ხსნარი
  • 2
    ჭრილობა გარშემო დამუშავდეს იოდის ხსნარით და დაედოს ბაქტერიციდული საფენი (მისი არ ქონის შემთხვევაში დაედოს სუფთა საფენი)
  • 3
    კუნთოვანი ქსოვილი გათავისუფლდეს უცხო სხეულებისაგან და დაედოს ბაქტერიციდული საფენი
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1027
როგორი სახის სახვევი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივ-ტერფის სახსრის დაზიანებისას?
  • 1
    თავთავისებური
  • 2
    რვიანისებური
  • 3
    შურდულისებური
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1046
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ლავიწის ძვლის მოტეხილობა მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:
  • 1
    მჯდომარე მდგომარეობაში
  • 2
    გვერდზე მწოლიარე მდგომარეობაში
  • 3
    ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში
  • 4
    მუცელზე მწოლიარე მდგომარეობაში
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1051
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თავის ქალისა და ტვინის დაზიანების გამო გონების დაკარგვის შემთხვევაში, იგი უნდა:
  • 1
    დავსვათ
  • 2
    დავაწვინოთ გვერდზე
  • 3
    დავაწვინოთ ზურგზე
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1054
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს გოგირდის მჟავით დაზიანებული კანის უბნები უნდა:
  • 1
    გაეწმინდოს სპირტით
  • 2
    დაუმუშავდეს იოდის ხსნარით
  • 3
    გადაერეცხოს წყლის უხვი რაოდენობით
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1062
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს წვივის ძვლების მოტეხილობის დროს დაზიანებულ ფეხზე არტაშანი უნდა დაედოს:
  • 1
    ორივე მხრიდან ტერფიდან შუა ბარძაყამდე
  • 2
    გარე მხრიდან ტერფიდან მენჯამდე
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1063
აუცილებელია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კიდურებზე სისხლდენის შემჩერებელი ლახტის დადების ზუსტი დროის აღნიშვნა?
  • 1
    აუცილებელია
  • 2
    არ არის აუცილებელი
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1064
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივის ძვლის დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ:
  • 1
    წვივზე, ჭრილობის ზემოთ
  • 2
    ბარძაყზე
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1071
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული არ სუნთქავს, მაგრამ აღენიშნება პულსი საძილე არტერიაზე, რამდენ ხანში ერთხელ უნდა შემოწმდეს პულსი?
  • 1
    ყოველ 2 წუთში
  • 2
    ყოველ 5 წუთში
  • 3
    ყოველ 6 წუთში
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1077
ვალდებულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი გაუწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება ავარიის შედეგად დაშავებულ პირს?
  • 1
    ვალდებულია
  • 2
    მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის ვალდებული, თუ უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას
  • 3
    მხოლოდ იმ შემთხვევაში ვალდებულია, თუ იგი ექიმია
  • 4
    არ არის ვალდებული
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1078
თუ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში ავარიის შედეგად დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია:
  • 1
    შემთხვევის ადგილზე დაელოდოს საპატრულო პოლიციის უფლებამოსილ პირს და მხოლოდ მისი ნებართვის შემთხვევაში გადაიყვანოს დაშავებული სამკურნალო დაწესებულებაში
  • 2
    გაგზავნოს დაშავებული უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით და თუ ეს შეუძლებელია, თავად განახორციელოს აღნიშნული
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1079
ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ შემთხვევაში არ წარმოექმნება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს ავარიის შედეგად დაშავებულის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ვალდებულება?
  • 1
    თუ აშკარაა რომ მას (მძღოლს) არ მიუძღვის ბრალი ავარიის მოხდენაში
  • 2
    თუ მისი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევაში განადგურდება ნაკვალევი, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პასუხისმგებლობის დასადგენად
  • 3
    თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ მგზავრობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს
  • 4
    ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1084
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ნეკნებისა და მკერდის ძვლის მოტეხილობა მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:
  • 1
    გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში
  • 2
    მჯდომარე ან ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში
  • 3
    ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1190
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად იგი უნდა:
  • 1
    დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში. თავი გადავუწიოთ უკან და ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
  • 2
    დავაწვინოთ გვერდზე, ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
  • 3
    დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში, თავი დავახრევინოთ მკერდისკენ და ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1251
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჭრილობის არსებობისას იოდის ხსნარი, როგორც სადეზინფექციო საშუალება, გამოიყენება:
  • 1
    ჭრილობის მთელი ზედაპირის დასამუშავებლად
  • 2
    ჭრილობის ნაპირებისა და მისი მიმდებარე კანის დასამუშავებლად
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1264
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს თვალზე აღენიშნება ჭრილობა, იგი უნდა:
  • 1
    დავაწვინოთ ზურგზე და წამოვუწიოთ თავი წინ. დაზიანებულ თვალზე დავადოთ სუფთა საფენი
  • 2
    დავაწვინოთ გვერდზე ჯანსაღი თვალის მხარეს. დაზიანებულ თვალზე დავადოთ სუფთა საფენი
  • 3
    დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში. თავი გადავუწიოთ უკან და დაზიანებულ თვალზე დავადოთ სუფთა საფენი
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1265
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის იდაყვის ქვემოთ ხელის ძვლის დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ:
  • 1
    იდაყვის ზემოთ, მხართან
  • 2
    ჭრილობის ზემოთ იდაყვამდე
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill
#1268
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ტრამვები თავის თმიან ადგილზე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა:
  • 1
    კისერზე დაედოს იმპროვიზირებული ნახვევი, ჭრილობაზე დაედოს სტერილური ბამბის ტამპონი, დაშავებული დავაწვინოთ ზურგზე
  • 2
    კისერზე დაედოს იმპროვიზირებული ნახვევი, ჭრილობაზე სტერილური ბინტით დაედოს დამწოლი ნახვევი, დაშავებული დავაწვინოთ გვერდზე მუხლებში მოხრილი ფეხებით, თავზე მივადოთ ყინული ან ცივი საფენი
სამედიცინო დახმარება A, A1 B, B1 C C1 D D1 T, S Tram B+C1, Mill